ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ თქვენ ყოველდღე გამოიყენებთ კიტრს
კიტრში 95% წყალია, 5% - ნახშირწყლები, ცილები, ვიტამინები, ორგანული მჟავები და ნაცარი, აქედან 2-2,5% შაქრები, 0,4-5% კი მინერალური ნივთიერებებია.
კიტრი შეიცავს C, B1, B2 ვიტამინებს და A პროვიტამინს, პექტინებს, მარილებს, მაგნიუმს, რკინას, ალუმინს, სილიციუმს და ეთერზეთებს.
კიტრი მდიდარია ფოსფორით, კალიუმითა და კალციუმით. მასში აღმოჩენილია ვერცხლის მარილებიც.
კიტრი ცნობილია, როგორც სიცხის დამწევი, ბაქტერიოციდული, ანთების საწინააღმდეგო, დამარბილებელი, დამაწყნარებელი, ტკივილგამაყუჩებელი, შემომგარსველი, შარდმდენი, ნაღველმდენი საშუალება.
აძლიერებს კუჭ-ნაწლავში პერისტალტიკას, არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. აუმჯობესებს მეხსიერებას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აფერხებს ათეროსკლეროზის განვითარებას, ხელს უშლის წონაში მომატებას, კანს უნარჩუნებს ტონუსსა და ელასტიკურობას, კლავს წყურვილს.
ღვიძლისა და თირკმლებით დაავადებულებს ენიშნებათ კიტრით განტვირთვის დღეები. გასტრიტისა და წყლულების გამწვავების დროს რეკომენდებულია თაფლგარეული კიტრის წვენის მიღება: 1ს/კ დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე. ასევე შეგიძლიათ კიტრს დააყოლოთ თაფლი.
უძველესი დროიდან იყენებენ კიტრს კოსმეტოლოგიაში. ნაოჭების გასასწორებლად სახეზე 10-15 წუთით კიტრის ნაჭრები უნდა დაიდოთ.
კიტრი ხელს უწყობს წონის დაკლებას. ძალიან პოპულარულია კიტრი სალათებში და ყველას გვიყვარს. ამავდროულად დიეტურია. შეგიძლიათ მოამზადოთ კიტრით ჩხირები და მიირთვათ დაბალ პროცენტიან იოგურტთან ერთად.
კიტრი აუმჯობესებს მხედველობას. კიტრის ნაჭრები ხშირად თვალებზე გამოიყენება თვალის დასასვენებლად. მართალია უცნაურად ჟღერს, მაგრამ ხელს უწყობს მხედველობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას. ის ასევე ხელს უწყობს თვალების, შეშუპებისა და მუქი წრეების შემცირებას.
ძლიერი და ჯანმრთელი ძვლები. კიტრი შეიცავს დიდი რაოდენობით K ვიტამინს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მკვებავი ვიტამინია ძვლების ჯანმრთელობისთვის. ვიტამინი K ხელს უწყობს ძვლების გამკვრივებას და ამცირებს მოტეხილობების რისკს.
კურნავს დიაბეტს. კიტრში არსებული ნივთიერები ამცირებს დიაბეტის რიკს. ასტიმულირებს პანკრეასს ინსულინის გამომუშავებით. შედეგად, დიაბეტის დარეგულირება შესაძლებელია ბუნებრივი გზით.
ამცირებს ქოლესტერინს. კიტრი შეიცავს ნაერთს, რომელიც არგულირებს ქოლესტერინის დონეს.
არეგულირებს წნევას. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერულად არ არის დამტკიცებული, ადამიანები, რომლებსაც აქვთ არტერიული წნევის პრობლემა, ამბობენ, რომ კიტრი ასტაბილურებს წნევას.