როგორ დავაღწიოთ თავი ყაბზობას ხალური მეთოდებით

532

როგორ დავაღწიოთ თავი ყაბზობას ხალური მეთოდებით

ყაბზობა ფართოდ გავრცელებული მოვლენაა, მაგრამ ავადმყოფები სირცხვილის გამო თავიანთ პრობლემას წლობით მალავენ. უნდა ვიცოდეთ, რომ ყაბზობას ხშირად მოსდევს სერიოზული შედეგები. ის ცხოვრების ხარისხს რამდენადმე აქვეითებს.

როგორი შეიძლება იყოს ყაბზობა და რა უწყობს ხელს მის განვითარებას?
ყაბზობა შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული.

რამდენიმე საათის, დღის ან კვირის განმავლობაში განვითარებული ყაბზობა მწვავედ განიხილება, ხოლო ყაბზობა, რომელიც გრძელდება 3 თვეზე მეტხანს – ქრონიკულად.

დღეში ერთხელ დეფეკაცია განიხილება როგორც ნორმა, მაგრამ მოსახლეობის მხოლოდ მესამედს აქვს ასეთი დეფეკაცია, ხოლო მოსახელობის სამ მეოთხედს რეგულარული დეფეკაცია 2 დღეში ერთხელ აქვს.

როგორ ვუმკურნალოთ ყაბზობას?

ხანდაზმულ ადამიანებში ხშირად შეინიშნება რამდენიმე ისეთი ფაქტორის კომბინაცია, რომლებიც ხელს უწყობენ ყაბზობას. ეს ფაქტორებია უმოძრაობა, საკვები ბოჭკოს დეფიციტი, სითხის მცირე და წამლების დიდი რაოდენობით მიღება. ამიტომ პაციენტმა უნდა შეიცვალოს ცხოვრების ხასიათი და სტილი.

ყაბზობის სამკურნალოდ გამოიყენება საფაღარათო საშუალებები – წამლები, რომლებიც აჩქარებენ ევაკუაციას მსხვილ ნაწლავში (სენის ფოთლები, ხეჭრელას ქერქი, ალოე, აბუსალათინის ზეთი, ფენოლფთალეინი, ბისაკოდილი და სხვა) მკურნალობაში შედის ვარჯიშები, რომლებიც ხელს უწყობს განავლის ევაკუაციის სტიმულაციას. მაგალითად, მუცლის მოძრაობა.

კარგია თვითმასაჟიც – პაციენტმა უნდა ისწავლოს მუცლის მასაჟი, რომელიც კეთდება მსხვილი ნაწლავის მიმართულებით დილაობით საწოლში ხელის სმით, გრძელდება 5-10 წუთი.

მუდმივი ფიზიკური ვარჯიში, მეტადრე – სათანადო კვებასთან ერთად, ხელს უშლის ყაბზობას. რეკომენდებულია სითხისა და ისეთი საკვების მოხმარების გაზრდა, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ბოჭკოს. ასეთი საკვები ყველაზე ფიზიოლოგიურ საფაღარათოდ ითვლება.

საკვები უნდა შეიცავდეს მცენარეულ უჯრედისს, რომელიც გაზრდის განავლოვანი მასის მოცულობას: დაცეხვილი ხორბლის პური, ახალი ბოსტნეული. მოხუცმა პაციენტმა დეჰიდრატაციის და ყაბზობის რისკის თავიდან ასაცილებლად უნდა მიიღოს დღეში ლიტრნახევარი-2 ლიტრა სითხე.

გამოიყენება აგრეთვე პრებიოტიკები – საკვები დანამატები, რომლებიც ცოცხალ მიკროორგანიზმებს შეიცავს. ისინი არჩევითად უწყობენ ხელს მსხვილ ნაწლავში ბაქტერიის ერთ-ერთი სახეობის – ლიპიდობაქტერიის – გამრავლებასა და გააქტიურებას. ერთ-ერთი მათგანია ლაქტულოზა. იგი უვნებელია. სწორი ნაწლავის დაცლაში გვეხმარება სანთლები და ოყნა, ასევე – მათი კომბინაცია.

 

Facebook კომენტარები