მონასტრის ჩაის სამკურნალო თვისებები, რომელიც ამარცხებს ალკოჰოლზე დამოკოდებულებას

556

მონასტრის ჩაის სამკურნალო თვისებები, რომელიც ამარცხებს ალკოჰოლზე დამოკოდებულებას.

დღეს საიდუმლო არავისთვის არის თუ რამდენი ადამიანი ხდება ყოველწლიურად მხოლოდ ნიკოტინზე დამოკიდებულების მსხვერპლი: ეს არის დაახლოებით 6 მილიონი ადამიანი. დღეს მრავალი ადამიანი ცდილობს თავი დააღწიოს ამა თუ იმ მავნე ჩვევას, მაგრამ არ გამოსდის.

ჩვენ გთავაზობთ ამ ჩვევების დასამარცხებლად ბუნეპრივ საშუალებებს რომლებიც დაგეხმარებათ თავი დაანებოთ ჯანმრთელობისთვის საშიშ ჩვევებს და ამავე დროს აღიდგინოთ დაზიანებული ჯანმრთელობა

მონასტრის ჩაი ალკოჰოლიზმისთვის არის სამკურნალო მცენარეების ნაკრები, რომელიც ორგანიზმზე მოქმედებს კომპლექსურად. ფარმაკოლოგიური წამლებისგან განსხვავებით ის ორგანიზმზე ახდენს მხოლოდ დადებით ეფექტს, არ აზიანებს ღვიძლს და ნაწლავების მიკროფლორას.

ჩაის სასარგებლო თვისებები

მონასტრის ჩაი ორგანიზმზე სხვადასხვა სახით მოქმედებს. ასუფთავებს ორგანიზმს და ეხმარება სტრესიდან გამოსვლაში. მისი სისტემატიური გამოყენება აქრობს ალკოჰოლური სასმელების მიღების სურვილს.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩაის ჩართვა კომპლექსურ მკურნალობაში გაცილებით სწრაფ შედეგს იძლევა.

ჩაიში შემავალი სამკურნალო მცენარეები: 

1) ფარსმანდუკი ააქტიურებს საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების მუშაობას. ასევე მას აქვს რეგენერაციის და შეხორცების კარგი თვისება. გარდა ამისა ის ორგანიზმზე ახდენს ანტიანთებით, ანტიალერგიულ და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას.

2) ბეგქონდარა ჩაის ნაკრებში არის მცირე რაოდენობით, მაგრამ საკმარისია იმისათვის, რომ გამოიწვიოს ზიზღი ალკოჰოლისადმი.

3) კულმუხოს ფესვების შემადგენლობაში შედის ვიტამინები, მინერალები და ეთერზეთები. ის არის შეუცვლელი საშუალება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, ღვიძლის და თირკმელების მკურნალობაში.

4) კრაზანა ორგანიზმზე ახდენს ანთებისსაწინააღმდეგო და მატონიზირებელ მოქმედებას. ის მონაწილეობს ღვიძლისა და კუჭის დაზიანებული უჯრედების აღდგენაში.

5) თავშავა თავისი უნიკალური ქიმიური შემადგენლობის წყალობით ორგანიზმზე ახდენს ანტიანთებით, ანტისეპტიკურ, ტკივილგამაყუჩებელ და დამაწყნარებელ მოქმედებას.

6) გვირილა წარმოადგენს უნიკალურ საშუალებას ქრონიკული და მწვავე ანთებითი პროცესების დროს კუჭსა და ნაწლავებში. ზუსტად ამიტომ ის შეყვანილია ჩაის სამკურნალო ნაკრებში.

7) სალბი არის უნიკალური და ეფექტური მცენარე კუჭ–ნაწლავის, თირკმელების და ღვიძლის სხვადასხვა ვირუსული ინფექციების მკურნალობაში.

8) გულყვითელას აქვს ანტიანთებითი, ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება. ის ეფექტურად გამოიყენება სისხლის გასაწმენდად და სისხლძარღვების სამკურნალოდ. აგრეთვე მას იყენებენ ნევროზების და ემოციური სტრესების მოსახსნელად.

დადებითი ეფექტი აღინიშნება რეგულარული მიღების შედეგად 2 – 3 კვირაში. მთავარია ის მიიღოთ რეგულარულად და არ გამოტოვოთ არცერთი დღე.

  1. აღადგენს, ღვიძლის, თირკმელების და კუჭის ბუნებრივ პროცესებს.
  2. ამცირებს სპირტიანი სასმელების მოთხოვნილებას.
  3. ასუფთავებს ორგანიზმს ტოქსინებისგან.
  4. აძლიერებს იმუნურ სისტემას.
  5. არეგულირებს ნერვულ სისტემას.
  6. აუმჯობესებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობას.

რეკომენდირებულია მისი მიღება მას შემდეგაც რაც გაქრება ალკოჰოლზე დამოკიდებულება. ასეთი სახით საშუალებას არ მისცემთ ამ დაავადებას კვლავ იჩინოს თავი.

მონასტრის ჩაის მიღების წესი:

ცხელი ნაყენის დამზადება – 4 გრამი ბალახების ფხვნილი ჩაყარეთ თერმოსში და დაასხით 200 მლ ადუღებული (მდუღარე) წყალი და ასე გააჩერეთ 45 წუთი. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ დღეში 3 – ჯერ ჭამამდე 20 – 30 წუთით ადრე.

ყოველგვარი შაქრისა და შაქრის შემცვლელი ნივთიერებების გარეშე. ერთ მიღებაზე დალიეთ მიღებული ნაყენის ⅓ ანუ 65 მლ.

თუ არ გაქვთ თერმოსი ამ შემთხვევაში მისი დამზადება შესაძლებელია მინის ან ემალირებულ ჭურჭელში. დაასხით ადუღებული წყალი და შეფუთეთ თბილად რათა ტემპერატურამ სწრაფად არ დაიკლოს.

45 წუთით შეფუთვა უზრუნველყოფს როგორც ბალახებიდად ასევე ფესვებიდან ნივთიერებების მაქსიმალურ გამოტანას.

კურსის ხანგრძლივობა 30 დღე.

Facebook კომენტარები