ქიშმიშის ნახარშის რეცეფტი ღვიძლის გასაწმენდად
ქიშმიში უამრავ სასარგებლო ვიტამინის და მიკროელემენტის წყაროა. მათ შორის არის: კალიუმი, მაგნიუმი, ომეგა–9. მასში არსებული ყველა ნივთიერება სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, გონებრივი შესაძლებლობების ამაღლებას უწყობს ხელს და გულის კუნთის სწორედ და რითმულად მუშაობას აკონტროლებს.
ქიშმიში ღვიძლს წიდებისგან (შლაკები) და ტოქსინებისგან ათავისუფლებს და მის ნორმალურად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. ვისაც უნდა ცხოვრება ჯანსაღად და ორგანიზმის გაწმენდას აპირებს, ჯანმრთელობაზე ზრუნვა სწორედ ღვიძლის გაწმენდით უნდა დაიწყოს.
მაღაზიიებში სხვადასხვა ფერის და ფორმის ქიშმიშის ნახვა შეიძლება – ღია, მუქი, გამჭვირვალე, წვრილი, მსხვილი. ჩვეულებრივ, მყიდველი ყურადღებას ღია ფერის და შედარებით სწორი ფორმის მქონე ქიშმიშს აქცევს და მას უფრო ნატურალურად და სასარგებლოდ მიიჩნევს.
სინამდვილეში, ყველაფერი პირიქით არის. გამჭვირვალობას ქიშმიშის გოგირდის ანჰიდრიდი ანიჭებს, რომელშიც ყურძნის დამუშავება ხდება, ქიშმიშის წარმოების პროცესში. ხოლო, ამ პროდუქტის სწორედ შერჩევა — ღვიძლის წარმატებით მკურნალობის საწინდარია.
ღვიძლის გაწმენდის პერიოდში, საკვები რაციონიდან ისეთი პროდუქტების ამოღებაა საჭირო, როგორიცაა: ჩიფსი, ალკოჰოლური სასმელები, არაჯანსაღი საკვები, თხილეული, ყველი, შვრიის ფაფა, ხილი და ბოსტნეული.
საჭირო ინგრედიენტები:
- შავი ან მუქი ფერის ქიშმიში – 1 ჭიქა
- წყალი – 600 მლ
ჩასხით ემალირებულ ქვაბში წყალი > დაამატეთ გარეცხილ ქიშმიში > როდესაც ადუღდება, ქიშმიში ხარშეთ 2 წთ. დაახურეთ თავსახური და დადგით დასაყენებლად 24 სთ-ს მანძილზე. ერთი ჭიქა ნახარში მიიღეთ უზმოზე, საუზმემდე 30 წთ-ით ადრე. ღვიძლის გასაწმენდად 2 დღე სავსებით საკმარისი იქნება, ხოლო მის გასაჯანსაღებლად – 7 დღიანი კურსი არის საჭირო. მკურნალობის პერიოდში, არ უნდა მიიღოთ ცხიმის შემცველი საკვები.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას.