სამკურნალო საშუალება ფეტვით ხალხურ მედიცინაში. იხილეთ რეცეფტები სხვადასხვა დაავადების დროს.

564

სამკურნალო საშუალება ფეტვით ხალხურ მედიცინაში. იხილეთ რეცეფტები სხვადასხვა დაავადების დროს.

სამზარეულოში ფეტვის ბურღული გაქვთ? როგორც კი ამ რეცეპტის შესახებ გავიგე, იმ წამსვე მაღაზიაში მარცვლეულის საყიდლად წავედი! უბრალოდ იმდენ დაავადებას კურნავს! ასევე ძალიან მინდა, რომ ქმარმა თამბაქოს მოწევას თავი დაანებოს. ამ მეთოდს დღესვე გამოვცდი!

ფეტვის მარცვლები ბევრ კალიუმს, მაგნიუმს, B ჯგუფის ვიტამინებს შეიცავს. სამკურნალო ნედლის სახით ფეტვის მარცვლებს და ქატოს იყენებენ. ფეტვს შარდმდენი და ოფლმდენი მოქმედება გააჩნია და წყლულოვანის სამკურნალოდ გამოიყენება. ის დაზიანებულ და მოტეხილ ძვლებს აძლიერებს, რბილ ქსოვილებს აერთიანებს და ჭრილობის შეხორცებას ხელს უწყობს.

ფეტვი ენერგიას ზრდის, კუნთოვან სისტემას აძლიერებს და ღვიძლის დაავადებას კურნავს.

ფეტვიდან მიღებულ ბურღულს სამკურნალო თვისებები გააჩნია. ის შეიცავს ცხიმებს, დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს, ვიტამინებს და მიკროელემენტებს. მასში გვხვდება სპილენძი და მანგანუმი, ამიტომ მას სისხლის წარმოქმნის სტიმულირების უნარი გააჩნია. ამასთან, მაგნიუმი კორონალური სისხლძარღვების გაფართოებას ხელს უწყობს.

ფეტვს ორგანიზმიდან ნარჩენი ანტიბიოტიკების და მათი დაშლის პროდუქტების გამოდევნა შეუძლია, ამით კი სიმსივნის ზრდა მცირდება. ანტიბიოტიკების მიღების დროს ყოველდღე ფეტვის ფაფის მიღება რეკომენდებულია.

ფეტვის ფაფა გამოიყენება ანემიის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ღვიძლის და ნერვული სისტემის დაავადებების დროს.

სამკურნალო საშუალება ფეტვით ხალხურ მედიცინაში:

პანკრეატიტის დროს

1 ჭიქა ფეტვი ემალის ქვაბში ჩაყარეთ და 2 ლ წყალი დაასხით, მარცვლეული კარგად მოხარშეთ. ცალკე თეფშზე დაახლოებით 1 ჭიქა გოგრა გახეხეთ და ფეტვს დაუმატეთ. კიდევ 3-5 წუთით ხარშეთ. მწიკვი მარილი, 1 ჩ/კ მზესუმზირას ზეთი დაუმატეთ და ვახშამზე შეჭამეთ.

მკურნალობის კურსი – 3 კვირა. 10 დღის შემდეგ სამკურნალო ვახშამი გაიმეორეთ. კუჭქვეშა ჯირკვლის ქსოვილებში ანთებითი პროცესები მნიშვნელოვნად შემცირდება.

ეს რეცეპტი ქათმის სიბრმავის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ.

გულის იშემიური დაავადების დროს

ფეტვი ძალიან ძლიერ ცეცხლზე მოხალეთ ისე, რომ ფერი არ შეეცვალოს. 1/3 ჭიქა ფეტვი აიღეთ, გარეცხეთ, 750 მლ წყალი დაუმატეთ და სუსტ ცეცხლზე ფაფა მოხარშეთ. მარილი და თაფლი გემოვნებით დაუმატეთ.

რეკომენდებულია, რომ ფეტვის ფაფა გულის დაავადების დროს ყოველდღე მიირთვათ, რადგან ფეტვი კალიუმით მდიდარია. გარდა ამისა, გულის მუშაობის სტიმულაციისთვის შესაძლებლობის მიხედვით ყველა კერძს ილი დაუმატეთ.

სოლიტერის გამოსადევნად

1 თავი ნიორი 1 უმ ახალი კვერცხის გულს და 1 მუჭა ფეტვს აურიეთ. დააქუცმაცეთ, აურიეთ და გაფილტრულ წყალში თხევადი მასის მიღებამდე გააზავეთ.

ერთი მოსმით დალიეთ. ასეთი ნარევის მხოლოდ ერთხელ დალევით სოლიტერის გამოდევნას შეძლებთ.

ცისტიტის დროს

ნახევარი ჭიქა ფეტვი ჭუჭყისა და მტვრისგან გაწმინდეთ, ოდნავ გარეცხეთ. წყალი გადაასხით, ხოლო ფეტვი ლიტრიან ქილაში ჩაყარეთ და 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის სუფთა ან ანადუღარი წყალი დაასხით. ხელით ენერგიულად შეანჯღრიეთ. წყალი მოთეთრო შეფერილობას მიიღებს და სწორედ ის უნდა დალიოთ.

ერთ დღეში იმდენი დალიეთ, რამდენსაც შეძლებთ – შეზღუდვა არ აქვს. საშარდე არხის და ბუშტის ტკივილები დაუყონებლივ გაქრება. ხშირი შარდვაც აღარ შეგაწუხებთ. ცისტიტის სრულად მოსაშორებლად კურსი მინიმუმ 2 კვირა მაინც გააგრძელეთ. გამოყენებული ფეტვით შეგიძლიათ ფაფა მოხარშოთ – მხოლოდ სარგებელს მოგიტანთ.

კბილის ტკივილის, ჰაიმორიტის დროს

გამათბობელი ეფექტის მისაღებად ტილოს ტომარაში მოხალული, თბილი ფეტვი ჩაყარეთ. ცხელი ფეტვით სავსე ტომარა მტკივნეულ ადგილას დაიდეთ. ფეტვის არ არსებობის შემთხვევაში მსგავსი ეფექტის მიღებას მსხვილი მარილითაც შეძლებთ.

შაქრიანი დიაბეტის დროს

უბრალოდ ფეტვი გამდინარე წყალში გარეცხეთ და ოდნავ გააშრეთ. მდუღარე წყალი დაასხით. 2 საათით დააყენეთ.

გადაწურეთ და ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ, საკვების მიღებებს შორის დალიეთ.

მეჭეჭების დროს (გარეგნულად)

მოუმწიფებელი ფეტვის 10-25%-იან სპირტიან ნაყენს იყენებენ. მას 3-5 დღის განმავლობაში, ყოველ 1-3 საათში ერთხელ მეჭეჭებზე ისვამენ.

მეჭეჭების მოსაშორებლად ასევე გამოგადგებათ ქრისტესისხლას წვენი, ქაცვის ქერქი, ქერის თესლის 50%-იანი ნაყენი, აბზინდა, ოროვანდი, კომბოსტო, ხახვი, ნიორი, მრავალძარღვა, გულყვითელას ყვავილები, დროზერა, შოთხვის ფოთლები, მოცვის კენკრა, შავი მოცხარი, ხურტკმელი, ევკალიპტის წვენი ან სპირტიანი ნაყენი, 0,5% კოლხამინოვის მალამო, თეთრი ლეშურას ფესვების მალამო (1:4).

ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს

ყოველდღე რბილი გოგრის და ფეტვის ჭამა ძალიან სასარგებლოა.

ასევე დიეტა სასარგებლოა კოლიტის დროს, რომელსაც ნაწლავების არასაკმარისი მოძრაობა ახლავს, აგრეთვე ნაწლავების სუსტი ფუნქციის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის და შეშუპების დროს.

თვალის საცრემლე დაავადების დროს

ფეტვის ნახარშით ძილის წინ თვალების გაწმენდა ან 30-40 წუთით საფენის დადება ძალიან სასარგებლოა.

კონიუნქტივიტის დროს

1 ს/კ ფეტვის მარცვალი გარეცხეთ და 1 ჭიქა წყალი დაასხით. 10-15 წუთით ხარშეთ და 2 საათით დააყენეთ. ამ ნახარშით თვალები ძილის წინ და დილით, გაღვიძებისას გაიწმინდეთ. ასეთი მკურნალობის მეთოდი ბავშვებშიც გამოგადგებათ.

თამბაქოს მოწევაზე თავის დასანებებლად:

თანაბარი პროპორციით ფეტვის მარცვალი, ჭვავი, შვრია და ქერი აურიეთ. 400 გრ ნარევს 1 ლ წყალი დაასხით, ღამით დააყენეთ, დილით ადუღებამდე მიიყვანეთ და 10 წუთით ხარშეთ. ამის შემდეგ კარგად შეფუთეთ და 1 დღე დააყენეთ. გადაწურეთ, ნარჩენებიც კარგად გაწურეთ.

ნახევარი ჭიქა ნაყენი დღეში 5-ჯერ, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე დალიეთ, სანამ თამბაქოს მოწევის მიმართ ზიზღის შეგრძნება არ გაგიჩნდებათ.

შარდში ცილების შესამცირებლად

ფეტვი გარეცხეთ, მდუღარე წყალი დაასხით და სითხის შეფერილობამდე აურიეთ. ცოტა ხნით დააყენეთ და სითხე ჭიქაში გადაასხით.

ასეთი ნაყენი თანაბარი პროპორციით დღეში რამდენჯერმე მიიღეთ. მკურნალობა შედეგების მიღებამდე გააგრძელეთ. შედეგები კი დიდხანს არ დააყოვნებს, ანალიზები აჩვენებს, რომ შარდში ცილა ნორმალურ დონეზეა.

ბუასილის დროს

სამკურნალო კურსისთვის 6-8 კგ მარცვალი დაგჭირდებათ. სამლიტრიან მინის ქილის მესამედი ოდნავ გარეცხილი მარცვლებით აავსეთ, ბოლომდე მდუღარე წყალი დაასხით და ბნელ, გრილ ადგილას 4 დღე შეინახეთ – წყალში ფეტვის სამკურნალო ნაერთები გადავა.

200 მლ სითხე დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ. მკურნალობის პერიოდში (დაახლოებით 4 დღე) სხვა ქილაში ახალი ნაყენი მოამზადეთ, რომ კურსი არ შეწყვიტოთ. მთელი კურსი დაახლოებით 20-30 დღე შესვენებების გარეშე გრძელდება. კვანძები ნელნელა გაიწოვება და სისხლდენა შეწყდება. აუცილებლობის შემთხვევაში მიღებული შედეგის გასამყარებლად 1 კვირაში კურსი გაიმეორეთ.

გაფრთხილება და უკუჩვენება:

კოლიტის დროს, განსაკუთრებით ხანდაზმულ ადამიანებში, მოსალოდნელია ყაბზობა – ეს უნდა გაითვალისწინოთ და სათანადო ზომები მიიღოთ. გაზრდილი მჟავიანობის მქონე გასტრიტის დროს გულძმარვა შეიმჩნევა

frenis kompensacia
frenis kompensacia