ყველაზე ეფექტური და სასარგებლო რეცეპტი ხველის და ბრონქიტის წინააღმდეგ. მარტივია

1635
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

ბრონქიტის და მშრალი ხველების დროს ეს რეცეპტი ძალიან სასარგებლოა. რაც მთავარია, თქვენ მხოლოდ და მხოლოდ 2 ინგრედიენტი დაგჭირდებათ:
1 დიდი შავი ბოლოკი– დაახლოებით 400–500 გრამიანი
თაფლი (თუ თაფლი არ გაქვთ, ან ამ პროდუქტზე ალერგია გაქვთ, შეგიძლიათ შაქარი გამოიყენოთ.)

სიროფი ღამით უნდა მოამზადოთ.

მომზადების წესი:
ბოლოკი გარეცხეთ, გააშრეთ და ზედა ნაწილი მოაჭერით– ის მოგვიანებით დაგჭირდებათ. ბოლოკი გამოშიგნეთ და 2 კოვზი თაფლი (თუ თაფლზე ალერგია გაქვთ 4 კოვზი შაქარი ჩაყარეთ) ჩაასხით. ბოლოკის ნახევარზე მეტი თაფლით სავსე უნდა იყოს. მას მოჭრილი ნაწილი დააფარეთ და ღამით დატოვეთ.

როგორ გამოვიყენოთ?
ზრდასრულები– 1 ს/კ დღეში 4–5 ჯერ, საკვების მიღებამდე რამდენიმე წუთით ადრე.
ბავშვები– 1 ჩ/კ დღეში 4–5 ჯერ საკვების მიღებამდე.

სიროფი დღის განმავლობაში დამთავრდება. საღამოს თაფლი იმავე ბოლოკში დაამატეთ. ერთი და იგივე ბოლოკის გამოყენება შეგიძლიათ მაქსიმუმ ორჯერ, ან სამჯერ.

დიაბეტის მქონე ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ თაფლის დიდი რაოდენობის გამოყენებას ალერგიული რეაქციის გამოწვევა შეუძლია. იგივე ბავშვებს ეხება.

უკუჩვენებები: თირკმელების, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები.

frenis kompensacia
frenis kompensacia