ჩემი ხელით დამზადებული სახის ტონიკი უძლიერესი საშუალებაა. გაგიზიარებთ რეცეფტს
დღეს სტატიაში შემოგთავაზებთ ნატურალური ინგრედიენტებით მომზადებულ გამაგრილებელ ტონიკს, რომელიც უხსოვარი დროიდან გამოიყენება როგორც კანის მოვლის უძლიერესი საშუალება. იგი ატენიანებს, აცოცხლებს კანს და ამავე დროს აქვს სადეზინფექციო ეფექტი.
ტონიკის შემადგენლობაში შემავალი ყველა პროდუქტი ბუნებრივი და ყველასთვის ხელმისაწვდომია. მისი გამოყენება შეგიძლიათ ნებისმიერი ტიპის კანისთვის.
ტონიკის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კიტრის წვენი ¼ ჩ. ჭ.
- სტაფილოს წვენი 1/8 ჩ. ჭ.
- პიტნის ნაყენი ½ ჩ. ჭ.
- გვირილის ნაყენი ¼ ჩ. ჭ.
- ლიმონის წვენი ½ ჩ. ჭ.
მომზადების წესები:
- მოამზადეთ კიტრისა და სტაფილოს წვენები.
- დააყენეთ პიტნისა და გვირილის მაგარი ჩაი და გააგრილეთ. მინის ქილაში მოათავსეთ მოცემული ინგრედიენტები, დაამატეთ ლიმონის წვენი და კარგად შეანჯღრიეთ.
ნარევის შემადგენლობაში შემავალი ყველა კომპონენტი კანისთვის სასარგებლოა. მაგალითად, სტაფილოს წვენი კანს სასიამოვნო შეფერილობას აძლევს და ებრძვის ანთებას.
პიტნა ახალისებს და ჰმატებს ტონუსს, გვირილა ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს, ლიმონის წვენი როზაცეას (ვარდისფერი აკნეს) პროფილაქტიკისთვის საუკეთესოა ვარიანტია.
მთავარია, ყველაფერი მოამზადოთ რეცეპტის მიხედვით. ტონიკი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, შემდეგ კი წაისვით თქვენი საყვარელი მალამო.
მიღებული მასა შეგიძლიათ გაყინოთ ყინულის კუბიკებიან კონტეინერში, რათა შეძლოთ მისი გამოყენება მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში.
ეს ტონიკი არის ძალიან მარტივი მოსამზადებელი და რაც მთვარია იაფია მისთვის საჭირო ინგრეიენტები. სცადეთ და შედეგით კმაყოფილი დარჩებით.
ყველაზე ძლიერი ბუნებრივი საშუალებაა ფეხების შეშუპების წინააღმდეგ!
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.