უნიკალური სასმელი იმუნიტეტის ასამაღლებად. ეს დაავადებებისგან დაგიცავთ

2603

უნიკალური სასმელი იმუნიტეტის ასამაღლებად. ეს დაავადებებისგან დაგიცავთ

იმუნური სისტემა უდიდეს როლს თამაშობს ადამიანის ჯანმრთელობაში, ვინაიდან მისი გამართული მუშაობა განაპირობებს ცოცხალი ორგანიზმის მდგრადობას.

იმუნური სისტემის ფუნქცია არის,  უპასუხოს ნებისმიერ უცხო ნივთიერებას ადეკვატურად და შეინარჩუნოს ცოცხალი ორგანიზმის შინაგანი წონასწორობა.

ძირითადად განასხვავებენ 2  ტიპის იმუნიტეტს: თანდაყოლილსა და შეძენილს.

  • თანდაყოლილი იმუნიტეტი ადამიანის ორგანიზმს მემკვიდრეობით გადაეცემა მშობლებისაგან
  • შეძენილი იმუნიტეტი კი რომელიმე ინფექციური დაავადების გადატანის  შემდეგ გამომუშავდება ორგანიზმში  და დიდი ხნის  განმავლობაში იცავს მას

იმუნური სისტემა, ისევე როგორც ორგანოთა სხვა სისტემები, შეიძლება  მწყობრიდან გამოვიდეს და ვეღარ შეძლოს ორგანიზმის დაცვა.

იმუნური სისტემის ფუნქციის დაქვეითების  დროს, როცა შესუსტებულია იმუნური პასუხი სხვადასხვა ხასიათის პათოგენზე, ვითარდება იმუნოდეფიციტური მდგომარეობა.

შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული დეტოქს სასმელის რეცეპტს, რომელის დახმარებითაც აიმაღლებთ ორგანიზმის თავდაცვით ძალებს.

სასმელის შემადგენლობაში შედის C ვიტამინით მდიდარი ფორთოხალი, ასევე კაპსაცინთა და სხვა საკვები ნივთიერებით გაჯერებული ინგრედიენტები.

დეტოქს წვენი ამცირებს ორგანიზმში არსებულ ანთებას, აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას და ააქტიურებს მეტაბოლიზმს. შედეგად გაიძლიერებთ იმუნიტეტს და ინტენსიურად დაიწყებთ ჭარბი წონის მოშორებას.

თუ სასმელს დაამატებთ ანტოიქსიდანტებითა და ფიტონუტრიენტებით გაჯერებულ ჯანჯაფილს,  ჯანმრთელობისთვის დამატებით სარგებელს მიიღებთ.

დეტოქს წვენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფორთოხალი 1 ცალი,
  • თაფლი 1 ჩ. კ
  • კაიენის ან ჩილის წიწაკის ფხვნილი მწიკვი,
  • ჯანჯაფილის ფხვნილი მწიკვი,
  • წყალი 1 ჩ. ჭ
  • ლიმონის ნაჭერი.

მომზადების წესი:

პირველ რიგში, ფორთოხლისგან გამოწურეთ წვენი (შეგიძლიათ მეტი ფორთოხალი გამოიყენოთ). შემდეგ დაამატეთ თაფლი, კაიენის ან ჩილის წიწაკა და ჯანჯაფილის ფხვნილი. კარგად აურიეთ და დაამატეთ თბილი წყალი.

მიღების წესი:

დეტოქს სასმელი მიიღეთ დღეში ერთხელ საუზმესა და სადილს შორის შუალედში. მკურნალობის ხანგრძლივობა 3 დღე. 2 კვირის შემდეგ შეგიძლიათ პროცედურები გაიმეოროთ.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მოამზადეთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული დეტოქს სასმელი და გაიწმინდეთ ღვიძლი, გაიმჯობესეთ საჭმლის მონელება, აისწრაფეთ მეტაბოლიზმი და გათავისუფლდით ზედმეტი წონისგან.

აუცილებლად სანახავი: 5 დაავადება, რომელსაც ყავის ეშინია – ეს უნდა იცოდეთ

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები