რომელი მცენარეული პროდუქტები ეხმარება კოლაგენის გამომუშავებას? იხილეთ ჩამონათვალი

788

რომელი მცენარეული პროდუქტები ეხმარება კოლაგენის გამომუშავებას? იხილეთ ჩამონათვალი

კოლაგენი ადამიანის სხეულში ყველაზე დიდი რაოდენობით არსებული ცილაა, რომელიც გვხვდება ძვლებში, კუნთებში, კანში და მყესებში. ეს არის ნივთიერება, რომელიც კრავს და აერთიანებს სხეულის სხვადასხვა ნაწილებს.

მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა კანის სტრუქტურის უზრუნველყოფა. კოლაგენი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც „წებო“, რომელიც სხეულის სხვადასხვა ნაწილების შეერთებას უზრუნველყოფს.

მისი სახელის წარმომავლობაც სწორედ აქედან მომდინარეობს, „kolla” ბერძნული სიტყვაა და წებოს ნიშნავს.

კოლაგენი არის მყარი, უხსნადი, ბოჭკოვანი ცილა, რომლის მოლეკულებიც მყარად არიან ერთმანეთთან შეკრულები და ქმნიან თხელ, გრძელ ფიბრილებს.

ჩვენს ორგანიზმში სულ მცირე 16 სხვადასხვა სახის კოლაგენი არსებობს, თუმცა ძირითად, 80-90%-ს I, II, III ან IV სახის კოლაგენი შეადგენს.

კოლაგენის მიღება შეგიძლიათ ჟელატინისგან ან ძვლების ნახარშისგან. სამწუხაროდ, ყველა ადამიანს არ უყვარს ასეთი კერძების მიღება, მაგრამ ჯანმრთელობისთვის, სახსრების ტკივილისა და ანთებისთვის აუცილებელია ორგანიზმმა მიიღოს კოლაგენით მდიდარი პროდუქტები.

გაითვალისწინეთ, რომ კალციუმს, სხვა სასარგებლო საკვებ ნივთიერებებსა და კოლაგენს ორგანიზმი უკეთესად და მარტივად ითვისებს მცენარეული პროდუქტებიდან, ვიდრე ცხოველური საკვებიდან.

ბოსტნეულის ბულიონი არის ტუტე და შეუძლია უზრუნველყოს ორგანიზმის ოპტიმალური pH ბალანსი.

იხილეთ მცენარეული პროდუქტების ჩამონათვილი, რომლებიც ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას და გაგათავისუფლებთ სახსრების ტკივილისგან:

  • ზღვის წყალმცენარეები
  • ნიახური
  • ყველა სახის კომბოსტო
  • ჭარხალი
  • ისპანახი
  • ზეითუნის ზეთი.

კვების რაციონს დაამატეთ ჰუმუსი (მუხუდო) და სხვა პარკოსნები, რომლებიც აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციონირებას, აძლიერებს იმუნურ სისტემას, აუმჯობესებს განწყობას და ამცირებს ანთებას.

ზღვის მცენარეები მდიდარია კოლაგენითა და მინერალებით. თუ გსურთ, შეიმსუბუქოთ სახსრების ტკივილი,  გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და დაამატეთ თქვენი კვების რაციონს ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები. გისურვებთ ჯანმრთელობას!

აუცილებლად სანახავი: მიირთვით 1 კიტრი ყოველდღე და ნახეთ რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, საჭირო და სასარგებლო ინფორმაციაა.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები