ჭვავის ბაზაზე მომზადებული ფერმენტირებული წყლის რეცეპტი, ანადგურებს ნაწლავის მავნე ბაქტერიებს

356

ჭვავის ბაზაზემომზადებული ფერმენტირებული წყლის რეცეპტი, ანადგურებს ნაწლავის მავნე ბაქტერიებს

ფერმენტირებული წყალი წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან, გაგათავისუფლლებთ მეტეორიზმისგან, გასტრიტისგან და კოლიტისგან, ხელს უწყობს მსხვილი ნაწლავის სასარგებლო ბაქტერიების ზრდას და აძლიერებს იმუნურ სისტემას.

დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ჭვავის თესლი 55 გრ. (4 ს. კ.)
  • ლიმონი ნახევარი
  • გაფილტული წყალი 1 ლ

მოცემული ინგრედიენტებით მოამზადებთ 1 ლ ფერმენტირებულ წყალს.

მომზადების წესი:

პირველ რიგში, ჭვავი გარეცხეთ, ჩაყარეთ ქილაში, დაასხით 2-ჯერ მეტი წყალი ვიდრე მაარცვალია და 12 საათით დადეთ თბილ ადგილას. დაელოდეთ მარცვლების გაღვივებას.

მითითებული დროის გასვლის შემდეგ ჭვავის მარცვლები გარეცხეთ და მოათავსეთ კვლავ მინის ქილაში. ქილას  გადააფარეთ მუქი ქსოვილი და დღეში 1-2-ჯერ მოურიეთ. დაახლოებით, 48 საათში მარცვლების მასა 4-ჯერ მეტი გახდება.

გაღვივებული მარცვალი კვლავ გადაიტენეთ სუფთა ქილაში, დაამატეთ 1 ლ წყალი. ქილას თავზე გადააფარეთ ქსოვილი, შემოაკარით რეზინი და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე. მიღებული ფერმენტირებული წყალი ქარვისფერია, ზედაპირზე ქაფი აქვს მოდებული და ოდნავ დაჰკრავს საფუვრის სუნი.

მიღებული ფერმენტირებული წყალი გადაწურეთ სუფთა ქილაში, დაამატეთ ლიმონის წვენი, დაახურეთ ხუფი და შედეთ მაცივარში.

დარჩენილი მარცვლებისგან შეგიძლიათ, ისევ მოამზადოთ ფერმენტირებული წყალი. მოათავსეთ გაღვიებული მარცვალი  ქილაში, დაასხით 1 ლ გაწმენდილი წყალი და გააჩერეთ 24 საათით. შემდეგ წყალი გადაწურეთ სუფთა ქილაში, დაამატეთ ლიმონის წვენი, მოურიეთ და შედეთ მაცივარში. სასმელი შეგძლიათ 1 კვირის განმავლობაში გამოიყენოთ.

აუცილებლად სანახავი: მიირთვით 1 კიტრი ყოველდღე და ნახეთ რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, საჭირო და სასარგებლო ინფორმაციაა.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები