უძილობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა – როგორ დავაღწიოთ თავი მას?

1191

უძილობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა - როგორ დავაღწიოთ თავი მას?

უძილობას შეუძლია თქვენი დღეები ნამდვილ კოშმარად აქციოს და გამოიწვიოს დაღლილობა, მოთენთილობა, ასევე გავლენა მოახდინოს ემოციურ მდგომარეობაზე.

ხანგრძლივი დროის განმავლობაში უძილობა იწვევს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემებს, როგორიცაა - გულის, გასტროენტეროლოგიური და მეტაბოლური დაავადებები.

მიირთვით ჯანსაღი საკვები

კვება მნიშვნელოვან როლს ასრულებს თქვენი ძილის დარეგულირებაში. საკვები პირდაპირ კავშირშია სეროტონინის გამომუშავებასთან. ეს ჰორმონი ვიტამინებთან B6, B12 და ფოლიუმის მჟავასთან ერთად გვეხმარება ძილის სწორი რეჟიმის ჩამოყალიბებაში.

ამიტომ ეცადეთ მიირთვათ საკვები, რომელიც გაზრდის სეროტონინის დონეს თქვენს ორგანიზმში - რთული ნახშირწყლები როგორიცაა - ხორბლის პური და მაკარონი; ცილები - ქათმის ან ინდაურის ხორცი, მცენარეული ცხიმები - კაკალი; სასმელები - როგორიცაა თბილი რძე ან გვირილის ჩაი.

ძილის ნაკლებობა ზრდის ჯანმრთელობის მრავალი პრობლემისა და დაავადებების რისკს, როგორიცაა, დიაბეტი, სიმსუქნე, სიმსივნე და სხვა.

სტატიაში შემოგთავაზებთ უძილობის საწინააღმდეგო უკიდურესად ეფექტურ და უმარტივეს საშუალებას, ბანანის ჩაის.

ჩაი უმარტივესი მოსამზადებელია და მას საოცარი გემო აქვს. მის შემადგენლობაში შედის ნატურალური, ყველასთვის ხელმისაწვდომი იგრედიენტი. ჩაი მართლაც, რომ საოცრებას მოახდენს.

ბანანისა და მისი ქერქის შემადგენლობაში შედის მაგნიუმი და კალიუმი. მაგნიუმი ძალზე სასარგებლოა ძილის დარღვევის შემთხვევაში და უზრუნველყოფს მოდუნებას.

ჩაის მოსამზადებლად მხოლოდ 10 წუთი დაგჭირდებათ.

საჭირო იგრედიენტები:

  • ბანანი 1 ცალი
  • წყალი 1 ფინჯანი
  • დარიჩინი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

ბანანი კარგად გარეცხეთ, გაფცქვენით და ქერქთან ერთად მოათავსეთ ქვაბში, რომელშიდაც წყალი დუღს და ადუღეთ 10 წუთი, შემდეგ გადაწურეთ და ჩაასხით ფინჯანში, დაამატეთ ცოტა დარიჩინი და მიირთვით დაძინებამდე.

ბანანის ჩაი საოცრად ეფექტური საშუალებაა, რომლის წყალობითაც მოიგვარებთ უძილობის პრობლემას.

აუცილებლად სანახავი: მიირთვით 1 კიტრი ყოველდღე და ნახეთ რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, საჭირო და სასარგებლო ინფორმაციაა.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

frenis kompensacia
frenis kompensacia