ვაშლის ღვეზელი სახელად “ტატენი”! უგემრიელესი დესერტი მთელი ოჯახისთვის…

1485

დაგჭირდებათ:

• 200 გრ. ფქვილი
• 150 გრ. კარაქი
• 5 ს. კ რძე
• 180 გრ. შაქარი
• 1 კგ. ვაშლი
• 1 მწიკვი მარილი

მომზადება

1. გახეხეთ 100 გრ. ცივი კარაქი და შეურიეთ ფქვილს. გააკეთეთ მათგან ფხვიერი მასა.

2. შემდეგ დაუმატეთ მასას ცივი რძე, სწრაფად მოზილეთ ცომი, გაახვიეთ პლასტიკურ ქაღალდში და მოათავსეთ მაცივარში ნახევარი საათით.

3. ამასობაში გათალეთ ვაშლი, დაჭერით 4 ნაწილად და მოაშორეთ თესლი. გაახურთ ტაფა და მოათავსეთ მასზე დარჩენილი კარაქი და შაქარი. დაელოდეთ, სანამ გადნება მასა და ფერს არ შეიცვლის.

4. ამის შემდეგ მიღებულ კარამელში მოათავსეთ ვაშლი და ‘თუშეთ’ 15 წუთის განმავლობაში.

5. გაყავით ცომი ორ ნაწილად, ჩააფინეთ ფორმაში, ისე, რომ კიდეებზეც განაწილდეს. მოათავსეთ მასში ვაშლი და დაფარეთ ცომით.

6. აცხვეთ 200 გრადუს ცელსიუსზე გახურებულ ღუმელში 35 წუთის მანძილზე. დაიცადეთ, სანამ დესერტი კარგად გაცივდება, მხოლოდ ამის შემდეგ დაფარეთ თავსახურით და გადმოატრიალეთ.

Facebook კომენტარები