მოამზადეთ დესერტი შოკოლადითა და მიწის თხილით მარტივად! ძალიან მოგეწონებათ…

1261

ცომისთვის დაგჭირდებათ:

• 3 ც. კვერცხი
• 1 ჭიქა შაქარი
• 3 ს. კ სქელი არაჟანი
• 3 ს. კ კაკაოს ფხვნილი
• 1 ჭიქა ფქვილი
•1 ს. კ გამაფხვიერებელი

პირველი კრემისთვის დაგჭირდებათ:

• 1 ჭიქა მანანის ბურღული
• 3/4 ჭიქა შაქარი
• 250 გრ. კარაქი
• 3 ჭიქა რძე

მეორე კრემისთვის დაგჭირდება:

• 1 შეკვრა უმარილო კრეკერი
• 0,5 ლ. შესქელებული რძე
• 200 გრ. მოხალული არაქისი

მომზადება:

1. დაიწყეთ ცომის მომზადებით: გააცალკევეთ კვერცხის გულები და ცილა ერთმანეთისგან. გათქვიფეთ ცილა შაქართან ერთად და თანდათანობით, ისე, რომ თქვეფა არ შეწყვიტოთ, ჩაუმატეთ კვერცხის გულები. განაგრძეთ თქვეფა

2. აურიეთ კაკაოს ფხვნილი არაჟანს და მირებული მასა შეურიეთ გათქვეფილ კვერცხს. შემდეგ დაუმატეთ მიქსს ფქვილი და გამაფხვიერებელი. კარგად აურიეთ, და გაყავით ცომი ორ ნაწილად. თითოეული ნაწილი აცხვეთ 180 გრადუს ცელსიუსზე, ცხიმით დამუშავებულ საცხობ ჭურჭელში.

3. მოამზადეთ პირველი კრემი: მოამზადეთ მანის ფაფა რძით, დაუმატეთ შაქარი. გააგრილეთ და და დაუმატეთ კარაქი.

4. მოამზადეთ მეორე კრემი: დაფშვენით კრეკერი, (ან პეჩენია) და შეურიეთ შესქელებულ რძესა და მიწის თხილს.

5. ააწყვეთ ტორტი შემდეგნაირად: მოათავსეთ ჭურჭელზე პირველი ცომის ფენა, წასუვით პირველი კრემი, მეორე კრემი და მასზე კიდევ გადაანაწილეთ პირველი კრემის დარჩენილი მასა. დაფარეთ ცომის მეორე ფენით. მოასხით მზა ტორტს გამდნარი შოკოლადი და მოაყარეთ მიწის თხილი.

frenis kompensacia
frenis kompensacia