რატომ გიცივდებათ ხელები ხშირად? მიზეზები, რომლებზეც არ დაფიქრებულხართ

4160

როდესაც ზამთარი მოდის ადამიანს ხელები უცივდება და უხეში ხდება. ამ დროს სისხლის დიდი რაოდენობა და სითბო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს მიეწოდება და კიდურები სისხლის ნაკლებობას განიცდის.

ხშირად ხელების სიცივე შემდეგი სიმპტომებით ხასიათდება:

ანემია

ანემია ეწოდება ერითროციტების და/ან ჰემოგლობინის რაოდენობის შემცირებას სისხლის მოცულობის ერთეულში, რაც შემდეგ ხელების სიცივეს იწვევს.

სისხლის მიმოქცევა

სისხლის მიმოქცევის დარღვევის შემთხვევაში სისხლი თანაბრად ვერ მოძრაობს ორგანიზმში და შედეგად ხელების და ფეხების სიცივეს იწვევს.

დაბალი არტერიული წნევა

როდესაც არტერიული წნევა დაბალია ადამიანი ხელებზე სიცივეს გრძნობს. გარდა ამისა ამ შემთხვევაში ადამიანი გრძნობს ქრონიკულ დაღლილობას და მხედველობის გაუარესებას.

ვიტამინ B12-ინ ნაკლებობა

ასეთი რამ მაშინ ხდება, როდესაც ადამიანი ვეგეტარიანელია და ვერ იღებს B12 ვიტამინს. მისი ნაკლებობა კი საბოლოოდ ხელების გაცივებას იწვევს.

მოწევა

ორგანიზმში დიდი რაოდენობით დაგროვებული ნიკოტინი სისხლის ნაკადის გადინებას კიდურებისკენ აფერხებს და შედეგად ხელები ხშირად ცივდება.

სტრესი

სტრესი, რომ ორგანიზმში ბევრ რამეს აზიანებს ეს ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ერთ-ერთი პრობლემა, რომელსაც ის წარმოშობს არის კიდურების ქრონიკული სიცივე, რადგან ორგანიზმში წარმოქმნილი პროცესები კიდურებისკენ სისხლის მიწოდებას აფერხებს.

Facebook კომენტარები