სახსრების დაზიანების გამომწვევ დაავადებებს შორის დღესდღეობით რევმატოიდული ართრიტი ყველაზე ფართოდ გავრცელებული პათოლოგიაა. სამწუხაროდ, ეს პრობლემა საკმაოდ ბევრს აწუხებს და ხშირად ამადამიანებს არც წამალი შველით.
Tripterygium wilfordii Hook F (TwHF)– არის მცენარეული საშუალება, რომლის ძირითადი ინგრედიენტი ცნობილი ჩინური მცენარე ტრიპტერიგიუმ ვილფორდია და რომელიც სახსრებში ტკივილის შემსუბუქებისთვის და ანთების მკურნალობისთვის გამოიყენებოდა.
ერთ–ერთ ცნობილ სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, TwHF ისეთივე ეფექტურია, როგორც მეტოტრექსატი, რომელიც რევმატოიდული ართრითის მკურნალობის დროს ფართოდ გამოიყენება.
ჩატარდა შემდეგი ექსპერიმენტი. 207 ადამიანი 3 ჯგუფად გაიყო. 1 ჯგუფი იღებდა მეტოტრექსატის 12.5 მგ კვირაში ერთხელ, მეორე ჯგუფი ჩინური მცენარის 20 მგ დღეში სამჯერ, ხოლო მესამე ჯგუფი ამ ორი საშუალების კომბინაციას იღებდა. 24 კვირის შემდეგ, დადგინდა, რომ საუკეთესო შედეგს მესამე ჯგუფმა მიაღწია.
ასე, რომ ბევრი, რამდენიმე მეთოდის კომბინაციის გამოყენებას ცდილობს. მაგრამ თუ რევმატოიდული ართრიტის, ან სხვა დაავადების მკურნალობისას გინდათ თერაპიაში მცენარეების ჩართვა, აუცილებლად გაესაუბრეთ ექიმს.