Რას კურნავს გვირილა? – გვირილის საუკეთესო რეცეპტები ყველა შემთხვევისთვის.

375

Რას კურნავს გვირილა? – გვირილის საუკეთესო რეცეპტები ყველა შემთხვევისთვის.

გვირილა ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი სამკურნალო მცენარეა. მას უძველესი დროიდან იყენებენ სამედიცინო და პროფილაქტიკური მიზნებისთვის.

ცნობილია გვირილის ისეთი თვისებები, როგორიცაა ანთების საწინააღმდეგო, მადეზინფიცირებელი, ტკივილგამაყუჩებელი.

გვირილას იყენებენ შემდეგი დაავადებების დროს:

  • ბაქტერიული და ანთებითი წარმოშობის ეპითელური ქსოვილების დაავადებები
  • ნაღვლმდენი სისტემის დაავადებები და დარღვევები,
  • სასუნთქი სისტემის დაავადებები,
  • კუჭის  ლორწოვანი გარსის ანთება,
  • ეროზიული დაზიანებები(როგორც მწვავე, ისე ქრონიკული სტადიები),
  • შარდმდენი სისტემის ორგანოებისა და გზების ანთება,

ქსოვილების, ორგანოების სხვა ანთებითი პროცესები, სხვადასხვა გამაღიზიანებლების მიმართ ინდივდუალურ ჰიპერსენსიტიურობასთან დაკავშირებული დაავადებები (ბრონქული ასთმა, ეგზემა, ალერგიული ეტიოლოგიის გასტრიტები),

ტკივილის სინდრომის დაქვეითება, მათ შორის კბილისა და შაკიკის ტკივილის, ძილის დარღვევა, გაღიზიანებადობა.

გარდა შინაგანი მოხმარებისა, იყენებენ გარეგნულადაც, კერძოდ, პირის ღრუში ანთებითი პროცესებისას სავლების სახით;

კანის დაზიანებებისას – დამწვრობა, მოყინვა, წყლული, ეროზია, ეგზემა, ანთებითი ხასიათის გამონაყარი, ჭრილობები.

თვალის ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესებისას, ჰემოროიდალური (ბუასილის) კვანძების ანთებითი პროცესების შესამსუბუქებლად, აკნეს დროს, რევმატიზმის, პოდაგრის შეტევების, გაჭიმვის, ნაღძობის, ართრიტების დროს – კომპრესების სახით. ხელისგულების მომატებული ოფლიანობისას.

გვირილის ნაყენი ასე მზადდება: 

აიღეთ 4 სუფრის კოვზი მშრალი გვირილა, დაასხით 300 მილიგრამი მდუღარე წყალი და ნახევარი საათი გააჩერეთ ორთქლზე. გაგრილების შემდეგ გადაწურეთ (წვენი გამოწურეთ ყვავილებიდანაც).

მიღებული ნაყენი არაუმეტეს ორი დღისა შეინახეთ მაცივარში. მიღების წესი: ნახევარი ჭიქა ნაყენი მიიღეთ დღეში 2–3–ჯერ ჭამის შემდეგ. შეიძლება თაფლის დამატება.

გვირილის ჩაის მომზადება: 

სედატიური ეფექტის მისაღებად და მეტეორიზმის შესამსუბუქებლად გამოიყენება გვირილის ჩაი. მეტი ეფექტისთვის ჩაის სხვა მცენარეებთან ერთად ამზადებენ.

მაგალითად, აიღეთ მშრალი გვირილის ყვავილები, კვლიავის თესლი და კატაბალახას ფესვები თანაფარდობით 3:5:2 (მაგალითად, 6 კოვზი გვირილა, 10 – კვლიავის თესლი და 2 – კატაბალახას ფესვი).

მცენარეების ნაზავი აურიეთ, ორ კოვზ ნაზავზე აიღეთ 400 მილიგრამი, ანუ ორი ჭიქა მდუღარე წყალი და დაასხით მცენარეების ნაკრებს, გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში 20 წუთი, შემდეგ გადაწურეთ (მცენარეებიც გაწურეთ).

როგორც სედატიური, დამამშვიდებელი საშუალება, მიიღეთ 100 მილიგრამი (1/2 ჭიქა) დილით და საღამოს საათებში.

აუცილებლად სანახავი:შეამოწმეთ საკუთარი თავი! ფარისებრი ჯირკვლის პრობლემის 12 სიმპტომი

Facebook კომენტარები