ხალხური მედიცინა სკლეროზსაც შველის, თან საკმაოდ ეფექტურად!

6090

ხალხური მედიცინა სკლეროზსაც შველის, თან საკმაოდ ეფექტურად!

ჩემი მეზობელი ათეულობით წლის განმავლობაში ხალხური საშუალებებით მკურნა-
ლობდა მეზობლებსა და ნათესავებს. სწორედ მან მასწავლა სკლეროზის სამკურნალო
არაჩვეულებრივი საშუალებები, რომლებმაც დედაჩემს ძალიან არგო. სიამოვნებით გთა-
ვაზობთ ამ რეცეპტებს:

ნივრის ზეთი

ერთი თავი საშუალო ზომის ნიორი გაარჩიეთ, გახეხეთ, ჩაასხით მინის ქილაში და
დაასხით ერთი ჭიქა არარაფინირებული მზესუმზირას ზეთი. შედგით მაცივრის ქვედა
თაროზე. მეორე დღეს აიღეთ ლიმონი, ყუნწის ადგილი მოაჭერით და გახეხეთ. ერთი ჩაის
კოვზი ფაფა გადადეთ სუფრის კოვზზე, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ნივრის წვენი და კარგად
აურიეთ. მიიღეთ დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. კურსი გრძელდება 1-3 თვეს.
ამის შემდეგ ერთი თვე შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ.

ნივრის ზეთი აფართოებს და წმენდს სისხლძარღვებს, ხსნის თავის ტვინისა და გულის
მკვებავი სისხლძარღვების სპაზმებს და ქოშინს.

ნიორი

ბოთლის მესამედი აავსეთ დაჭრილი ნივრით. დაასხით არაყი ან 50-60-გრადუსიანი
სპირტი. 14 დღით დადგით სიბნელეში. დღეში ერთხელ მაინც შეანჯღრიეთ. მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ, ერთ ჩაის კოვზ ცივ წყალში გახსნილი 5 წვეთი.

წმენდს სისხლძარღვთა სისტემას, აქვეითებს არტერიულ წნევას, ასუფთავებს კუჭს,
ხსნის თავის ტვინის სისხლძარღვთა სპაზმს.

თაფლი და ხახვი

ხახვი წვრილად გახეხეთ და გამოწურეთ. 1 ჭიქა წვენს შეურიეთ 1 ჭიქა თაფლი. თუ თა-
ფლი ჩაშაქრდა, შეათბეთ წყლის აბაზანაში. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე ან ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ. კარგია ათეროსკლეროზის, განსაკუთრებით — ტვინის სკლეროზის, დროს.

აუცილებლად სანახავი:შეამოწმეთ საკუთარი თავი! ფარისებრი ჯირკვლის პრობლემის 12 სიმპტომი

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

frenis kompensacia
frenis kompensacia