მაყვლის საოცრად ეფექტური სამკურნალო რეცეპტი, რომელიც სულ ახლახანს აღმოვაჩინე

1130

მაყვლის საოცრად ეფექტური სამკურნალო რეცეპტი, რომელიც სულ ახლახანს აღმოვაჩინე

სამკურნალოდ გამოიყენება  მაყვალის ფესვები, ფოთლები, ნაყოფი. ფესვები
გვიან შემოდგომით გროვდება. ასუფთავებენ, ჭრიან და სწრაფად
აშრობენ.

ფოთლები იკრიფება ზაფხულში მშრალ ამინდში. აშრობენ ჩვეულებრივ ტემპერატურაზე. ნაყოფს კრეფენ მშრალ ამინდში, აშრობენ ჯერ 30-40 გრადუსზე, შემდეგ – 60 გრადუსზე.

მაყვალის ძირითადი თვისებებია: შემკვრელი და ანთების საწინააღმდეგო.

ხალხურ მედიცინაში მაყვლის ფოთოლსა და ნაყოფს იყენებენ პირსა და ყელში სავლებად. 20 გრამი ფესვების ნახარში (2-3
წუთი დუღილი)  გახსენით წყალში და 2 ჭიქა  მიიღეთ  ფაღარათის დროს, როგორც შემკვრელი.

ფოთლებისა და ნაყოფის ნახარში გამოიყენება ქალური პრობლემების დროს.
ცნობილია შემთბარი მაყვლის ღვინოს ეფექტი გაციების, გრიპის, ხველების, ტრაქეიტის, ბრონქიტისა და ანგინის მკურნალობისას.

ნაყენის დამზადების წესი:

2 სუფრის კოვზ მაყვლის ფოთლებს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 საათი, გაწურეთ, მიიღეთ ღვინის ჭიქით 4-ჯერ დღეში ჭამამდე. ასევე მზადდება
ფესვების ნაყენიც.

მაყვლის ღერო და ფოთლები დიდი რაოდენობით შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს. ნაყოფი — 4-8% შაქრებს, 0,6—1,4% მჟავებს, C ვიტამინს და კაროტინს.

მაყვლის ფოთლებისაგან მზადდება ძალზე სასარგებლო და სასიამოვნო ჩაი. ნედლი ნაყოფისაგან დამზადებული ჩაი ხალხურ მედიცინაში მიიჩნევა გამამაგრებელ და დამამშვიდებელ საშუალებად კლიმაქსური ნევროზების დროს.

მშრალი კენკრის ნაყოფი, ნაყენი და გამონახარში ავადმყოფებს უკლავს წყურვილს, ხასიათდება სიცხის დამწევი თვისებებით, ამიტომ მათ იყენებენ მწვავე რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ, პნევმონიის დროს.

აქტიური შარდმდენი და ოფლმდენი საშუალებაა. გადამწიფებული ნაყოფი იწვევს სუსტ საფაღარათო მოქმედებას, უმწიფარი კენკრა შეიძლება მიღებულ იქნეს, როგორც მოსამაგრებელი საშუალება.

მაყვლის ფოთლების შემკვრელი თვისების გამო მის ნახარშს (1:10) იყენებენ კუჭიდან სისხლის დენის, კუჭის აშლილობის დროს. ასეთი წესით მომზადებულ ნახარშს სვამენ 1-2 სუფრის კოვზს 3-4-ჯერ დღეში

აუცილებლად სანახავი:როგორ შევაჩეროთ შაკიკი რამდენიმე წამში ერთი ინგრედიენტი და 100% იანი შედეგი

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

frenis kompensacia
frenis kompensacia