მშრალი ხველა თუ გაწუხებთ, ეს რეცეპტები თქვენთვის ხსნა იქნება!

1432

მშრალი ხველა თუ გაწუხებთ, ეს რეცეპტები თქვენთვის ხსნა იქნება!

მშრალი ხველის შეტევა, განსაკუთრებით ღამით, გარკვეულწილად საფრთხის შემცველია. არაპროდუქტიული ხველის შეტევამ შესაძლოა აპნოემდე მიიყვანოს ადამიანი. აპნოე სუნთქვის შეჩერებაა.

მშრალი ხველის პროცესი თავისთავად იწვევს უსიამოვნო შეგრძნებებს, რომლებსაც თან ახლავს გულისრევა, ქოშინი, ზოგჯერ მოხრჩობის (მოგუდვის) შეგრძნება. მშრალი ხველის მიზეზი შეიძლება იყოს ობსტრუქციული ბრონქიტი, ბრონქული ასთმა, გულის უკმარისობა, ალერგია, ყივანახველა და სხვ.

მშრალი ხველის დროს კარგ შედეგებს იძლევა ხალხური (არატრადიციული) მედიცინის მეთოდები. გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს:

მოზრდილებთან ხველის შეტევას ეფექტურად ხსნის ჭინჭრის ნაყენი. აიღეთ 2 სადილის კოვზი წვრილად დაქუცმაცებული გამომშრალი ჭინჭრის ფოთოლი. დაასხით ნახევარი ლიტრი არაყი ან სპირტი. გააჩერეთ 10 დღე. მიიღებთ მწვანე სითხეს, რომელიც უნდა გადაწუროთ და ხველის შეტევის დროს ერთი სადილის კოვზი დალიოთ.

ხველის შეტევის აღმოფხვრაში დაგეხმარებათ მოხალული შაქარიც. აიღეთ 1 სადილის კოვზი შაქარი და მოხალეთ (მოხრაკეთ) რკინის ჭურჭელში ნელ ცეცხლზე, ხშირად ურიეთ მუქი ყავისფერი მასის მიღებამდე, გადმოდგით,

დაამატეთ 1/4 ჭიქა წყალი, თუ გაქვთ, ჩააწვეთეთ ალოეს წვენი და ძილის წინ დალიეთ. მშვიდი ძილი გარანტირებული გაქვთ.

აიღეთ 1 სადილის კოვზი სალბი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა რძე და წამოადუღეთ, შეფუთეთ და 40 წუთი გააჩერეთ. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ცხელი ძილის წინ. შეგიძლიათ მიღება ორ ჯერზე გადაანაწილოთ: ნახევარი ჭიქა დილას დალიოთ, ნახევარი კი – ძილის წინ.

აუცილებლად სანახავი:როგორ შევაჩეროთ შაკიკი რამდენიმე წამში ერთი ინგრედიენტი და 100% იანი შედეგი

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები