კლიმაქსთან დაკავშირებულ პრობლემებს როცა შევეჯახე ამ მეთოდებმა გადამარჩინა

1566

კლიმაქსთან დაკავშირებულ პრობლემებს როცა შევეჯახე ამ მეთოდებმა გადამარჩინა

ქალის მძიმე ხვედრზე პირველად მაშინ დავფიქრდი, როცა 45 წელს გადავაბიჯე და
კლიმაქსი დამეწყო.

დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ნორმალური, ფიზიოლოგიური, ბუნებრივი და ამიტომ არც ისე ძნელად გადასატანი მდგომარეობა იყო, მაგრამ ფაქტის წინაშე რომ დავდექი, ამაში ეჭვი შემეპარა.

თანამედროვე მედიცინა კლიმაქსის შესამსუბუქებლად არაჩვეულებრივ საშუალებებს ფლობს, მაგრამ ჩემთვის ჰორმონული პრეპარატების მიღება არაფრით არ შეიძლება, რადგან ღვიძლი მაქვს დაზიანებული — ბავშვობაში B ჰეპატიტი გადავიტანე და ექიმებმა გამაფრთხილეს, რომ წამლების მიღებისას მთელი სიცოცხლე დიდი სიფრთხილე უნდა გამომეჩინა.

ამ დროს ხალხური მედიცინა გამახსენდა — ძველად ხომ ამ მდგომარეობას ქიმიური პრეპარატების გარეშეც უმკლავდებოდნენ.

დედასაც ვკითხე, როგორ ართმევდა თავს ამ სიტუაციას – თურმე ჩვეულებრივ
თევზის ქონს სვამდა. შევიძინე თევზის ქონის კაფსულები და დავიწყე სმა.

ამასთანავე, გამიგონია, რომ ვინც თევზის ქონს სვამს, დიდხანს ინარჩუნებს ჯანმრთელობას, ახალგაზრდულ კანს და ნათელ გონებას, ნაკლები აქვს გულ-სისხლძარღვთა დაავადებისა და ჰიპერტონიის რისკი.

-მენსტრუალური ციკლის მოწესრიგებაში გვირილის ნაყენი დამეხმარა:1 სუფრის კო-
ვზ გამხმარ, დაქუცმაცებულ გვირილას დაასხით 20 სუფრის კოვზი მდუღარე წყალი, წამოადუღეთ, გაფილტრეთ და მიიღეთ მენსტრუაციებს შორის შვიდი დღის განმავლობაში თბილ-თბილი, 1/3 ჭიქა დღეში 2-3-ჯერ.

– ძლიერი სისხლდენების დროს მშველოდა ჩვეულებრივი ღოლო: 1 სუფრის კოვზ და-
ქუცმაცებულ მცენარეს დაასხით 1 ჭიქა წყალი, 15 წუთი ადუღეთ, 2 საათით გააჩერეთ, შემდეგ გადადუღებული წყლით საწყის მოცულობამდე შეავსეთ და მიიღეთ მენსტრუაციის დროს თითო სუფრის კოვზი დღეში 3-5-ჯერ.

საკმაოდ ეფექტური საშუალება აღმოჩნდა კოთხურის ფესვიც:  ძალიან წვრილად უნდა გახეხოთ და მიიღოთ დანის წვერით დღეში 5-6-ჯერ, მიაყოლოთ თაფლიანი წყალი (1
ჩაის კოვზი თაფლი 1/2 ჭიქა თბილ ანადუღარ წყალზე).

– ძალიან გამიჭირდა მოუსვენრობისა და შიშების გადალახვა. ამაში დამეხმარა შემ-
დეგი ნარევი: 4 სუფრის კოვზი კრაზანა, 5 სუფრის კოვზი სვია, 5 სუფრის კოვზი მინდ-
ვრის ნემსა და 5 სუფრის კოვზი ბარამბო. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 250 მლ მდუ-
ღარე წყალი, გააჩერეთ 1/2 საათი, გაფილტრეთ და მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ.

გულისმხრივ მოვლენებს იოლად ხსნის კუნელის ნაყენი, რომელიც მზა სახით იყიდება აფთიაქებში. როგორც კი გული შემაწუხებდა, 40 წვეთ ნაყენს ვსვამდი.

ცნობილია, რომ კლიმაქსთან ერთად იმატებს ოსტეოპოროზის განვითარების საფრთხეც, მაგრამ ვიდრე ძვლები აქტიურად არის დატვირთული, არაფრის არ უნდა გეშინოდეს.

მე სპორტს არ მივდევ, მაგრამ ყოველ დილით ვვარჯიშობ, ბევრს დავდივარ ფეხით, სახლში მე-8 სართულზე ულიფტოდ ავდივარ.

ამასთანავე, რეგულარულად ვიღებ სოფლის კვერცხის ნაჭუჭს: გარეცხეთ, გადაავლეთ მდუღარე წყალი, კარგად რომ გაშრება, მოაცალეთ აპკი, კარგად დაფქვით და მიიღეთ დღეში 3-ჯერ დანის წვერით. მიღებამდე დააწვეთეთ 1 წვეთი ლიმონი.

აუცილებლად სანახავი:ნახეთ რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ იმუნიტეტი აიმაღლოთ , გასაოცარი შედეგი აქვს.

Facebook კომენტარები