უმი სტაფილოსა და კომბოსტოს წვენი გასაოცარი თვისებებით გამოირჩევა – ამის ცოდნა აუცილებელია ! 

626

უმი სტაფილოსა და კომბოსტოს წვენი გასაოცარი თვისებებით გამოირჩევა – ამის ცოდნა აუცილებელია ! 

უმი სტაფილოს წვენი

ადამიანმა (მდგომარეობის მიხედვით) შეიძლება მიიღოს 0,5–3 ლ. სტაფილოს წვენი დღეში. ეს წვენი ნორმალურ მდგომარეობაში მოუყვანს მთელ ორგანიზმს.

ის მდიდარია A ვიტამინით, რომელსაც
ორგანიზმი სწრაფად ითვისებს. ამ წვენში ბევრია ვიტამინები B, C, D, E, K. სტაფილოს წვენი აუმჯობესებს მადას, საჭმლის მონელებას, კბილების სტრუქტურას.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

მეძუძურმა დედამ რძის ხარისხის გასაუმჯობესებლად სტაფილოს წვენი ყოველდღე უნდა დალიოს უმი სტაფილოს წვენი ამაღლებს ორგანიზმის  ბრძოლისუნარიანობას ინფექციების მიმართ, იცავს ნერვულ სისტემას და ენერგიის და ძალების მომატებაში ბადალი არ ჰყავს.

კიდევ რა სარგებლობა მოაქვს სტაფილოს წვენს?

  • აუმჯობესებს მადას, საჭმლის მონელებას;
  • უხდება მხედველობას, კანს, ამაგრებს კბილებს;
  • აწესრიგებს ნერვულ სისტემას;
  • ზრდის ინფექციებისადმი ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას;
  • ამაღლებს ტონუსს, იმუნიტეტს;
  • დადებითად მოქმედებს ენდოკრინული ჯირკვლების მუშაობაზე;
  • ხელს უწყობს სიმაღლეში ზრდას.

კომბოსტოს წვენი

კომბოსტოს წვენის მიღებისას საოცრად სწრაფად იკურნება თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული. კომბოსტოს წვენს აქვს გამწმენდი მოქმედება. კომბოსტოს და
სტაფილოს წვენების ნარევი C ვიტამინის დიდებული წყაროა.

კარგი საშუალებაა ღრძილების ინფექციის
დროს, რომელიც პაროდონტოზს იწვევს. კომბოსტოს წვენი ეფექტურია კუჭშეკრულობის დროს. მარილის
დამატება ანეიტრალებს კომბოსტოს სასარგებლო თვისებებს.

კომბოსტოში შემავალი გოგირდი და იოდი კუჭის და ნაწლავის ლორწოვანი გარსის გაწმენდას უწყობენ ხელს, ხოლო იშვიათი ვიტამინი U გასტრიტის სამკურნალო ეფექტურ საშუალებად ითვლება.

კომბოსტოს წვენს რეკომენდაციას უწევენ გულსისხლძარღვოვანი დაავადებების დროს, ის ხელს უწყობს არტერიული წნევის და სისხლში მავნე ქოლესტერინის მაჩვენებლის დაბლა დაწევას. ამასთან, კომბოსტოს წვენი ეფექტურია სისხლში შაქრის დონის დასარეგულირებლადაც.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები