აი ასე მკურნალობს ხალხური მედიცინა ბრონქიტს!

377

აი ასე მკურნალობს ხალხური მედიცინა ბრონქიტს!

ჩემი ძმა 18 წლიდან ეწეოდა სიგარეტს. ცოტ-ცოტას ვარჯიშობდა, სასმელს არ ეტანებოდა და ამგვარად ფორმას ინარჩუნებდა,  მაგრამ წლებს მაინც თავისი მიაქვს.

55 წლისას ქრონიკული ბრონქიტი დაემართა, ექიმებმა ურჩიეს, რაც შეიძლება სწრაფად დაენებებინა თავი სიგარეტისთვის. რა აღარ ვცადეთ,  სპეციალურ წამლებსაც იღებდა, მაგრამ არაფერი გამომივიდა.

ერთ დღეს ეზოში შეკრებილ მეზობლებს შევჩივლე ჩვენი  გასაჭირი და ერთმა 100 წელს მიტანებულმა პაპამ ასეთი წამალი მასწავლა:

ვიღებთ 2 კოვზ შვრიას, ვასხამთ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს, წამოვადუღებთ,გავაცივებთ
და კიდევ ერთხელ გავაცხელებთ. ცეცხლიდან ისე გადმოვდგამთ, ადუღებას არ დავაცდით. ამის შემდეგ დავდგამთ 1 საათით და გავწურავთ. ვიღებთ 1/3 ჭიქას დღეში ერთხელ, 3-4 კვირის განმავლობაში.

კარგია ევკალიპტის ფოთლების ნაყენიც:

1 სადილის კოვზ ფოთოლს ვასხამთ 2 ჭიქა მდუღარეს, 1 საათით ვაყენებთ, გავწურავთ, დავუმატებთ 1 სადილის კოვზ თაფლსა და 1 სადილის კოვზ გლიცერინს. ვიღებთ 1/4ჭიქას დღეში 5-6-ჯერ, 3-4 კვირის განმავლობაში.

რამდენჯერაც სიგარეტის მოწევა მოგინდებათ, პირში სასმელი სოდის წყალხსნარი (1სადილის კოვზი სოდა 1 ჭიქა წყალზე) გამოივლეთ.

ბალზამი მწეველთათვის:

აიღეთ 1 ჩაის კოვზი ჩაი, 0,5 ჩაის კოვზი ვარდკაჭაჭა, 0,5 ჩაის კოვზი ჭინჭარი, 0,5 ჩაის კოვზი პიტნა და 1/4 ჩაის კოვზი კატაბალახა. აურიეთ ერთმანეთში და დახურულ ქილაში შეინახეთროცა მოწევა მოგინდებათ, აიღეთ 1 ჩაის კოვზი ეს ნარევი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და 8-10 წუთით დააყენეთ.

1 სადილის კოვზ უმ გახეხილ ჭარხალს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ქიშმიში, 1 ჩაის კოვზი თაფლი და წვრილად დაჭრილი ლიმონი, აურიეთ ერთმანეთში და მიაყოლეთ ჩაის.

მკურნალობის პირველ სამ დღეს არ შეიძლება მარილიანის, ხორცისა და შებოლილი პროდუქტების მიღება.

აუცილებლად სანახავი:წითელი ხახვი ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი ანტიბიოტიკია!

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები