იცით, რომ კუჭ-ნაწლავის პრობლემის დროს ნივრის ქერქი უებარი საშუალებაა

1262

იცით, რომ კუჭ-ნაწლავის პრობლემის დროს ნივრის ქერქი უებარი საშუალებაა

ხალხური მედიცინის თითქმის ყველა კრებულში უხვად არის ნივრისგან დამზადებული წამლების რეცეპტები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბევრს არ ეცოდინება, რომ ნიორზე არანაკლებ სასარგებლოა მისი ნაფცქვენი.

ზოგი რამით კი აღემატება კიდეც ნიორს, კერძოდ, შეიცავს გაცილებით მეტ პექტინს, რომელსაც ორგანიზმიდან მძიმე ლითონთა მარილების, რადიაქტიური ნივთიერებებისა და ქოლესტერინის ნარჩენების გამოძევება შეუძლია.

ნივრის ქერქს ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს.
დაფხვნილი ნაფცქვენი სასარგებლოა, თუ მარილივით მოაყრით სხვადასხვა კერძს ისეთი დაავადებების დროს, როგორებიც არის ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, მძიმე ლითონთა მარილებით ინტოქსიკაცია.

ასევე კარგია გრიპისა და სხვა რესპირაციული დაავადებების პროფილაქტიკისთვის, გაზაფხულზე დასუსტებული იმუნიტეტის მოსაძლიერებლად და სხვა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ნივრის ქერქის დადებითი ეფექტი დიარეისა და კვებითი მოწამვლის დროს. საკმარისია, მიიღოთ დღეში სამჯერ, თითო სადილის
კოვზის ოდენობით და პრობლემაც ორიოდე დღეში გაივლის.

ნივრის ქერქის ნაფხვენის დამზადება ადვილია:

მოაცალეთ ნიორს ჭუჭყიანი გარეთა ფენა, მომდევნო ფენა კი მოაგროვეთ, გააშრეთ, გაახმეთ და ჩვეულებრივ ყავის საფქვავში დაფქვით.

გახსოვდეთ:

დიდი ოდენობით მისი მიღება ყაბზობას იწვევს. მიღება უნდა დაიწყოთ ფრთხილად, თანდათანობით, მაქსიმუმი დღეში 1 ჩაის კოვზია.

აიღეთ 1 სადილის კოვზი მწარე აბზინდა, დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და 20-30
წუთი გააჩერეთ, შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

მკურნალობა უნდა გააგრძელოთ 3-4 კვირა, ვიდრე თავად არ შეამჩნევთ, რომ გაზარმა-
ცებულმა ნაწლავებმა ნელ-ნელა მუშაობას მიჰყვეს ხელი.

სტატია მომზადებულია “2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი”- ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:გოგრა უებარია პარაზიტების გასანადგურებლად. ნახეთ, რა სახით უნდა მივიღოთ, რომ მყისიერი ეფექტი ჰქონდეს.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები