როგორ გავიწმინდოთ თირკმელები მარტივად და იაფად? -გაგიზიარებთ უებარ საშუალებებს.
თირკმლები ორგანიზმიდან ყველაზე მომწამვლელ და უვარგის ნარჩენებს გამო-
დევნიან, ამიტომ ორგანიზმის ამ უდიდეს ფილტრს დროდადრო თვითონვე სჭირდება
გაწმენდა.
საზამთროთი თირკმლების გაწმენდას იწყებენ ზაფხულში, როცა საზამთრო უკვე
კარგა ხნის შემოსულია. ამისთვის საჭიროა, მთელი კვირის განმავლობაში მიირთვათ
მხოლოდ საზამთრო და შავი პური.
უნდა გვახსოვდეს, რომ ამ მეთოდით თირკმლების გაწმენდა ეკრძალებათ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადებების მქონეთ, თუ საზამთროთი და შავი პურით თირკმლების წმენდისას წელის არეში ტკივილი შეიგრძენით, თბილ აბაზანაში უნდა ჩაწვეთ.
ასე თირკმლებში დაგროვილი ნალექი და ქვიშა ორგანიზმიდან უმტკივნეულოდ გამოიდევნება შარდთან ერთად.
ასკილის ფესვების ნაყენი ეფექტური საშუალებაა ნებისმიერი ქვის დასაშლელად და გამოსადევნად.
აიღეთ 2 სუფრის კოვზი ასკილის დაქუცმაცებული ფესვი, დაასხით 1 ჩაის
ჭიქა წყალი, ადუღეთ 15 წუთი და გააცივეთ. მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ 1-2 კვირის
განმავლობაში.
თირკმლებიდან ქვების გამოდევნა ლიმონის დახმარებითაც შესაძლებელია.
ამისთვის საშუალო ზომის ლიმონი გაჭერით სამად, ერთი მესამედი გაწურეთ, გამონაწურს დაამატეთ 200 გრამი ცივი ანადუღარი წყალი და მიიღეთ სამ ჯერზე, აუცილებლად ჭამის შემდეგ.
სვით 10 დღის განმავლობაში. მომდევნო 10 დღე სვით ნახევარი ლიმონის წვენის ნაზავი. ამასთან ერთად, კვირაში 2-ჯერ (სამშაბათს და პარასკევს) დალიეთ 60 გრამ ზეითუნის ზეთში ჩაწურული 1/2 ლიმონის წვენი.
მე-20 დღეს დაშლილი ქვები ორგანიზმიდან შარდთან ერთად უმტკივნეულოდ გამოვა.
აიღეთ, 200 გრამი არაყი,200 გრამი ზეითუნის ზეთი, 200 გრამი თაფლი 200 გრამი ლიმონის წვენი. ერთმანეთში აურიეთ, დააყენეთ 10 დღის განმავლობაში, შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილას, გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ.
მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, 10-14 დღის განმავლობაში. ერთკვირიანი შესვენების შემდეგ კურსი, საჭიროებისამებრ, გაიმეორეთ.
გაითვალისწინეთ: კენჭი ისეთი დიდი ზომისა არ უნდა იყოს, რომ გამოდევნის დროს შარდსადინარში გაიჭედოს, ამ მხრივ მეტი ყურადღება მამაკაცებს მართებთ.
ასე რომ, წამლის მიღებამდე უმჯობესია სათანადო გამოკვლევა ჩაიტაროთ და ნებართვა სპეციალისტისგან მიიღოთ.
სტატია მომზადებულია "2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი"- ზე დაყრდნობით.