საუკეთესო რჩევები ნევროზის დასამარცხებლად

1292

საუკეთესო რჩევები ნევროზის დასამარცხებლად

მას შემდეგ, რაც სამსახურიდან დაითხოვეს, ჩემმა ქმარმა ცხოვრების ინტერესი დაკარ-
გა. საკუთარ თავში ჩაიკეტა, აღარც ჭამდა და აღარც სვამდა. აღარ გვკითხულობდა, აღარ გველაპარაკებოდა...

აღარ ვიცოდი, რით მეშველა. ბოლოს გადავწყვიტე, ხალხური მეთოდები მეცადა. უამრავი საშუალება გამოვცადე და ბოლოს რამდენიმეზე შევჩერდი. ამ წამლებმა მე — მეუღლე, ბავშვებს კი მამა დაუბრუნა.

გთავაზობთ ამ რეცეპტებს:

-დეპრესიული მდგომარეობის, ნერვული სისტემის გამოფიტვის, ასთენიისა და ნერვული წარმოშობის სისუსტის დროს სვით შვრიის ღეროების ნახარში: 3 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ შვრიის ღეროს დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი. მიიღეთ ჭამის წინ, დღეში სამჯერ.

ნერვული სისტემის გამოფიტვისა და უძილობის შემთხვევაში მიიღეთ ნაღველას ნაყენი: 2 სუფრის კოვზი დააქუცმაცეთ, დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და ადუღეთ 10 წუთს. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

თუ არ გაწუხებთ მაღალი არტერიული წნევა და გული, არ გტანჯავთ უძილობა, ნევრასთენიისა და დეპრესიის დროს მიიღეთ მანჯურიული არალიის ფესვების ნაყენი, 15-20 წვეთი დღეში ორჯერ.

აიღეთ თანაბარი რაოდენობის პიტნის ფოთლები,  ძიძოს ღეროები,  კუნელის, კალენდულასა და თავშავას ყვავილები, 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით  ერთ ჭიქა ადუღებული წყალი და ნახევარი საათით დააყენეთ.  მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 2-3-ჯერ ჭამამდე. ნაყენის მიღება დაიწყეთ  ზამთრის მიწურულს, განურჩევლად იმისა, როგორი განწყობა გექნებათ.

აიღეთ 1 სუფრის კოვზი კუნელის დანაყილი ნაყოფი და დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღა-
რე წყალი. შეფუთეთ და გააჩერეთ 2 საათი, შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ 1-2 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ ჭამის წინ.

კუნელისგან ნერვების დამაწყნარებელი მეორე საშუალებაც მზადდება:

აურიეთ ერთმანეთში წითელი კუნელის ყვავილი და ნაყოფი, 2 სუფრის კოვზ ნარევს
დაასხით 3 ჩაის ჭიქა მდუღარე, გააჩერეთ თერმოსში 2 საათის განმავლობაში. სვით ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

სტატია მომზადებულია "2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი"- ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:საუკეთესო ხალხური რეცეპტები ჭორფლის წინააღმდეგ , გასაოცარი შედეგი აქვს.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

frenis kompensacia
frenis kompensacia