აცივდება თუ არა მაშინვე მოამზადეთ თაფლიანი პირშუშხა

648

აცივდება თუ არა მაშინვე მოამზადეთ თაფლიანი პირშუშხა

ზამთრის მოახლოებასთან ერთად რესპირატორულ-ვირუსული ინფექციები იღვიძებენ და ავადმყოფების რაოდენობაც კატასტროფულად იზრდება.

ასეა ყოველ წელს, ამიტომ დროა, ჭკუა ვისწავლოთ და ზამთარს მომზადებულები შევხვდეთ — ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ გრიპის დროს, რათა მოთენთილობა, სურდო და სხეულის ტეხა გაჩენამდე გავაქროთ.

მსურს, იმ საშუალების შესახებ გამცნოთ, რომელსაც ამაში ბადალი არ მოეპოვება. ეს წამალი პირშუშხასა და თაფლისგან მზადდება

მომზადების წესი ასეთია:

უნდა აიღოთ პირშუშხას ფესვები, გაარჩიოთ, კარგად გარეცხოთ და ხორცსაკეპ მანქანაში გაატაროთ.

გატარებისას არ დაგავიწყდეთ, მანქანის თავზე პოლიეთილენის პარკი ჩამოაცვათ, რადგან თუ პირშუშხას ფიტონციდები ჰაერში გაიბნა, შესაძლოა, თვალები მარტო თქვენ კი არა, მეზობელ ოთახებში მყოფებსაც შეუშუპდეთ.

გატარებული მასა უნდა გადაიღოთ ქილაში, დაამატოთ სულ ცოტა ანადუღარი თბილი წყალი, მჭიდროდ დაახუროთ სახურავი და 5-6 საათით სიბნელეში დადგათ, შემდეგ გამოწუროთ და წვენში იმავე ოდენობის ნატურალური თაფლი აურიოთ. უნდა მიიღოთ დილა-საღამოს თითო სადილის კოვზი.

შეგიძლიათ, ერთბაშად მოამზადოთ ბევრი ნარევი და შეინახოთ, რათა გრიპისა და გაციებისგან მთელი ზამთარი დაზღვეული იყოთ.

ვიღებთ 1 სუფრის კოვზ ცაცხვის ყვავილს, ამდენივე ძახველს, ვასხამთ 2 ჩაის ჭიქა
მდუღარე წყალს, ვდგამთ ნელ ცეცხლზე და ვადუღებთ 10 წუთს. შემდეგ ვწურავთ. ვსვამთ 1-2 ჩაის ჭიქას, ცხელ-ცხელს, ძილის წინ.

აიღეთ ნებისმიერი წარმოშობის (ბატის, ღორის, მაჩვის) 100 გ ცხიმი, 100 გ ნაღების
კარაქი, 100 გ ცაცხვის თაფლი და 2 სუფრის კოვზი ალოეს წვენი (მცენარე 3 წლის მაინც
2 უნდა იყოს), კარგად აურიეთ ერთმანეთში და გააჩერეთ წყლის აბაზანაში 1,5-2 საათს, თან განუწყვეტლივ ურიეთ.

შემდეგ გააცივეთ, აიღეთ ერთი სუფრის კოვზი და გახსენით ცხე რძეში. მიიღეთ ჭამამდე. ვისაც კი ეს რეცეპტი ვასწავლე, ყველა კმაყოფილია. სცადეთ, იქნებ თქვენც გიშველოთ.

სტატია მომზადებულია "2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი"- ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:თმის მოვლის საუკეთესო საშუალებები ხალხური მედიცინისგან.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

frenis kompensacia
frenis kompensacia