ქალების 7 ყველაზე დიდი მტერი: ისინი ძალიან აბერებენ

4700

ქალების 7 ყველაზე დიდი მტერი: ისინი ძალიან აბერებენ

სიბერის მანიშნებელი ხილული თუ უხილავი ცვლილებები ორგანიზმში 20-25 წლიდან იწყება. გერონტოლოგებმა, რომლებიც დაბერების პროცესებს იკვლევენ, სიბერის სამასამდე თეორია შეიმუშავეს, თუმცა რა ხდება ამ დროს ორგანიზმში, რატომ ვბერდებით, ბოლომდე მაინც ვერ აუხსნიათ.

ერთ-ერთი გავრცელებული თეორიის თანახმად, დაბერება დამოკიდებულია ადამიანის “შინაგან საათზე”, რომლის რესურსიც ოდესმე ამოიწურება.

ორგანიზმმა სხვადასხვა ფუნქცია რომ შეასრულოს, აუცილებელია უჯრედების დაყოფა და განახლება, დაყოფა კი უჯრედს მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობით, განსაზღვრულ ზღვრამდე შეუძლია.

ამ ზღვრის მიღწევის შემდეგ მისი დაყოფა შეუძლებელი ხდება. უჯრედი სიცოცხლის უნარს კარგავს.

სიბერე, როგორც ვთქვით, ადამიანის გენომშია კოდირებული. გენები კი შესაძლოა დაზიანდეს შიდა თუ გარეგანი ფაქტორების (მაგალითად, თავისუფალი რადიკალების) გავლენით, რასაც კანის სწრაფი დანაოჭება, მხედველობის დაბინდვა, სისხლძარღვების ელასტიკურობის დაქვეითება, ნერვული ქსელის შემცირება და სხვა ასაკობრივი ცვლილებები მოჰყვება.

გერონტოლოგები ვარაუდობენ, რომ დაბერება 20-30%–ით გენებზეა დამოკიდებული, ხოლო 70-80%–ით  – გარეგან ფაქტორებზე, ეს კი იმას ნიშნავს, რომ როგორ და როდის დავბერდებით, დიდწილად ჩვენ ხელთაა.

წლები თავისას შვება და ამას ყველა ეგუება,  თუმცა, თქვენ შეგიძლიათ ღირსეულად დაბერდეთ: არასაჭირო მაკიაჟი  და კიდევ რამდენიმე პატარა რამ, რაც საშინლად აფუჭებს არა მხოლოდ ქალების, არამედ ახალგაზრდა ქალბატონების იმიჯს წლების განმავლობაში.

Ჩვენ შევკრიბეთ სტილისტებისგან საუკეთესო რჩევები, რომლებიც გამოადგება ყველა  ქალბატონს, ასაკის მიუხედავად.

ჭარბი წონა

ცნობილი ფაქტია, რომ ასაკის მატებასთა ერთად ხდება ჰორმონარული ცვლილები და ქალები იმატებენ წონაში. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ახალგაზრდობიდანვე მოვიწესრიგოთ ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა.

მაკიაჟი

მაიაჟი აუცილებელია და ყველას გვიყვარს, თუმცა გადაჭარბებით მისი გამოყენება, ნაადრევად აბერებს სახის კანს და აზიანებს. მნიშვნელოვანია დავიცვათ ზღვარი.

თმის სიგრძე და წელის ზომა

ფრანგები, როგორც მოდის სფეროში მთავარი ექსპერტები, დიდი ხანია მიდიან გენიალურ დასკვნამდე – რაც უფრო ასაკოვანია ქალი მითუფრო მოკლე თმა უნდა ჰქონდეს და ვიწრო წელი.

Ძალიან ძლიერი რუჯი

იყო დრო, როდესაც მკვეთრი გარუჯვა მოდაში იყო, მაგრამ დღეს რბილი ტონები, მათ შორის გარუჯვა, პოდიუმებს უბრუნდება. გარდა ამისა, ძლიერი რუჯი აშრობს კანის ისედაც არა ახალგაზრდა კანს, რაც აუცილებლად გამოიწვევს დამატებით ნაოჭებს.

მოუწესრიგებელი ხელები და კისერი

ქალები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ სახის კანის მოვლას და თითქმის სრულიად ავიწყდებათ, რომ ხელები და კისერი ასაკის არანაკლებ „მოღალატეებია“. ეს ნიშნავს, რომ სხეულის ეს ნაწილებიც საჭიროებენ ყურადღებას. ასე რომ, ძილის წინ, გარკვეული დრო დაუთმეთ ხელების და კისრის მოვლას.

Ტანსაცმელი

მერწმუნეთ, ტანსაცმელი, რომელიც არ არის თქვენი ასაკისთვის, უფრო მეტად დაგეხმარებათ გამოიყურებოდეთ ახალგაზდრულად და მოდურად.

აკვიატებული სურვილი არასოდეს დავბერდეთ

როცა უკვე 25-ს და 35-ს გადავავლით, ჯობია ვიყოთ ელეგანტური შუახნის ქალი, ვიდრე ვულგარული ახალგაზრდული ქალბატონი, რომელსაც ყველა დამთმობი ღიმილით მიმართავს.

აუცილებლად სანახავი:თმის მოვლის საუკეთესო საშუალებები ხალხური მედიცინისგან.

Facebook კომენტარები