ლიმონით დამზადებული რეცეპტები ჯანსაღი სისხლძარღვებისთვის – გთავაზობთ 3 ვარიანტს!

1168

ლიმონით დამზადებული რეცეპტები ჯანსაღი სისხლძარღვებისთვის - გთავაზობთ 3 ვარიანტს !

ლიმონი მდიდარია C ვიტამინით. მასში შემავალი ასკორბინის მჟავა კარგად შეერწყმის PP ვიტამინს, რომელსაც „გამტარობის ვიტამინსაც“ უწოდებენ. სუსტი სისხლძარღვების გამაგრება შესაძლებელია ორგანიზმში C და PP ვიტამინების ერთდროული მიღებით.

ლიმონს შეუძლია, ადამიანის ორგანიზმი ავიტამინოზისგან, ინსულტისგან, ინფარქტისგან, ვენების ვარიკოზული გაგანიერებისა და სხვა სერიოზული და საშიში დაავადებებისგან დაიცვას.

C  და PP ვიტამინები, ასევე, გვიცავს ნაადრევი სიბერისგან, რადგან ის ააქტიურებს კოლაგენის გამომუშავებას, ეს უკანასკნელი კი კანის სიგლუვესა და ელასტიკურობას გვინარჩუნებს, ამაგრებს შემაერთებელ ქსოვილებს და ხელს უწყობს უჯრედების სწრაფ აღდგენას.

რეცეპტი 1

ინგრედიენტები:

ლიმონის წვენი - 1 ჩ/კ; თაფლი - 1 ჩ/კ; მზესუმზირის ზეთი - 1 ჩ.კ

შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და დალიეთ დილით უზმოზე. კურსის ხანგრძლივობაა 10 დღე.

რეცეპტი 2 

ინგრედიეტები:

თაფლი - 1 ჩ/კ; 1 ლიმონის წვენი - ½ ; ადუღებული წყალი - ¾ ჭიქა.

თბილ წყალს დაუმატეთ თაფლი და ლიმონის წვენი, აურიეთ და დალიეთ საღამოს ძილის წინ. გაიმეორეთ 10 დღის განმავლობაში.

რეცეპტი 3 

ინგრედიენტები:

ლიმონი - 2 ც.; თაფლი - 2 სუფრის კოვზი

ლიმონი გაატარეთ  ხორცსაკეპ მანქანაში, დაუმატეთ თაფლი, აურიეთ და მოათავსეთ შუშის ჭურჭელში. დატოვეთ დღის განმავლობაში გასაფუებლად (მაცივარში შეტანა არ გჭირდებათ). მიიღეთ 2-3 ს/კ ჭამის წინ. შეგიძლიათ ჩაის დალევა.

აუცილებლად სანახავი:საუკეთესო ხალხური რეცეპტები ბრონქიტის წინააღმდეგ – სცადეთ და არ ინანებთ

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

frenis kompensacia
frenis kompensacia