მკვებავი შამპუნები ხალხური მედიცინისგან
ხშირი და ჯანსაღი თმა ქალსა თუ მამაკაცს თანაბრად ამშვენებს, ამიტომ მას სათანად
დოდ უნდა მოვუაროთ. მაგრამ როგორ მოვიქცეთ, როდესაც გამელოტება იწყება?
მინდა შემოგთავაზოთ ნიღბის რეცეპტი, რომელიც გამელოტების პროცესს შეაჩერებს.
აიღეთ 1 კვერცხის გული, 1 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი, 1 კოვზი თაფლი, თითო ამპულა B, B, B, ვიტამინები, აურიეთ ერთმანეთში და წაისვით მშრალ თმაზე.
კარგად შეიზილეთ თმის ძირებში, შეიხვიეთ ცელოფნით, ზემოდან კი პირსახოცი შემოიხვიეთ. 35-40 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. კურსი მოიცავს5-10 პროცედურას დღეგამოშვებით.
მკვებავი შამპუნები
მშრალი თმისთვის:
1 კვერცხის გულს დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი, კარგად აურიეთ და ჩვეულებივი შამპუნივით შეიზილეთ თმაში. შეიძლება დავამატოთ 1 კოვზი მშრალი თმისთვის განკუთვნილი შამპუნი და E ვიტამინიც.
ცხიმიანი თმისთვის:
აიღეთ მდოგვის ფხვნილი, გახსენით მინერალურ წყალში — უნდა მიიღოთ არაჟნის კონსისტენციის მასა და თმის ძირებში შეიზილეთ. გაიჩერეთ 5 წუთი და ჩამოიბანეთ წყლით ან მცენარეული ნახარშით.
ყველა ტიპის თმისთვის:
აიღეთ 1 სუფრის კოვზი ჟელატინი, დაასხით 3 სუფრის კოვზი 1 ცივი წყალი და გააჩერეთ 40 წუთი. შედგით წყლის აბაზანაზე და გააცხელეთ, ვიდრე ჟელატინი არ გაიხსნება. დაამატეთ 1 კვერცხის გული, 1 სუფრის კოვზი ნებისმიერი შამპუნი,
წაისვით თმაზე და გაიჩერეთ 5-10 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
კვერცხის შამპუნი: აიღეთ 150 გრამი წყალი, 1 სუფრის კოვზი სოდა, 2 სუფრის კოვზი არაყი და 1 კვერცხი. კარგად აურიეთ ერთმანეთში და შეიზილეთ თმაში. ჩამოიბანეთ ლიმონიანი წყლით.
ბანანის შამპუნი: ნახევარი ბანანი გაჭყლიტეთ, დაამატეთ ნახევარი ლიმონის წვენი, კვერცხის გული და კარგად აურიეთ.
ეს შამპუნი კარგად ქაფდება, თმას არბილებს და აბზინებს.
მე ყველა მათგანი მოვსინჯე და შედეგით კმაყოფილი დავრჩი. დარწმუნებული ვარ, არც თქვენ გაგიცრუებთ იმედს.
სტატია მომზადებულია "2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი"- ზე დაყრდნობით