გაიგეთ როგორ უნდა მოამზადოთ კოტლეტები ბოშურად! ძალიან მარტივი და გემრიელია…

4021
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

დაგჭირდებათ:

• 700 გრ. საქონლის ფარში
• 3 ც. ხახვი
• 3 ც. პომიდორი
• 1/2 კონა ოხრახუში
• 2 კბილი ნიორი
• 1/2 კონა კამა
• 150 მლ. რძე
• 1/2 პური ბატონი
• 2 ს. კ ზეითუნის ზეთი
• 1 ჩ. კ მარილი

მომზადება:

1. დაჭერით პური ნაჭრებად და ჩაალბეთ რძეში.

2. ბლენდერის ჯამში მოათავსეთ ხახვი, ნიორი, დამბალი პური და მარილი. თქვიფეთ მანამ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან, სმუზის კონსისტენციის მასას.

3. დამდუღრეთ პომიდორი და გააძრეთ კანი. მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი და დაასვენეთ. რამდენიმე ხნის შემდეგ, როცა პომიდორი წვენს გაუშვებს, წვენი გადაღვარეთ.

4. კარგად აურიეთ პურის მასა, მწვანილიანი პომიდორი და ფარში. მიეცით ფორმა და დაალაგეთ საცხობ ქაღალდზე. აცხვეთ 220 გრადუს ცელსიუსზე 30 წუთის განმავლობაში.

frenis kompensacia
frenis kompensacia