როგორ გავუმკლავდეთ ვირუსებს სახლიდან გაუსვლელად : გამოსავალი მარტივია 

9337

როგორ გავუმკლავდეთ ვირუსებს სახლიდან გაუსვლელად : გამოსავალი მარტივია 

მოგეხსენებათ, შემოდგომა და ზამთარი ვირუსული ინფექციების პერიოდია. როგორც კი აცივდებოდა, ჩემს მეუღლეს მაშინვე ვირუსული ინფექცია ხვდებოდა. ზოგჯერ ბავშვებიც მხარს აუბამდნენ ხოლმე.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

მეზობლად მცხოვრები ექიმი  ხალხური საშუალებებითაც არაჩვეულებრივად მკურნალობს თავის პაციენტებს. მან ჩემი სატკივარი გულთან მიიტანა და ბევრი ხალხური რეცეპტი მასწავლა.

სურდოს დროს:

აიღეთ 2 სუფრის კოვზი ჭარხლის წვენი, გააზავეთ იმავე ოდენობის ადუღებული წყლით და დღეში რამდენჯერმე ჩაიწვეთეთ 2-3 წვეთი ორივე ნესტოში.

ხველის დროს :

მოხარშეთ ნახევარ ლიტრ რძეში
საშუალო ზომის ხახვი და დაამატეთ ერთი კოვზი თაფლი. ეს ნარევი მიიღეთ ღამით,
ძილის წინ. ძალიან გემრიელია, ხახვის სუნი საერთოდ არ აქვს და ბავშვებიც
ლიან ადვილად სვამენ. ამის შემდეგ მშრალი ხველა ძალიან რბილდება და სწრაფად გაივლის.

გაჭედილი ცხვირი:

მდუღარე წყალში დანის წვერით ჩააგდეთ ვიეტნამური ბალზამი „ოქროს ვარსკვლავი“, თავი ჭურჭელზე დახარეთ, გადაიფარეთ პირსახოცი და ისუნთქეთ ჭიქიდან ამომავალი ორთქლით. რამდენიმე წუთის
შემდეგ სურდო გაივლის, თითქოს არც კი ყოფილაო, თუმცა შემდეგ შეიძლება ცხვირით სუნთქვა გაგიჭირდეთ. ეს მეთოდი ძლიერმოქმედია, ამიტომ მისი ხშირად გამოყენება არ შეიძლება.

ყელის ტკივილი : 

1. ლიმონის წვენი გამაგრილებელი სასმელია, რომელსაც  შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს ყელის ტკივილი გაციების ან გრიპის დროს. ლიმონი შეიცავს C ვიტამინსა და ანტიოქსიდანტებს. ის ხელს უწყობს  ლორწოვანი გარსების ტენიანობის შენარჩუნებას. ლიმონი თბილ წყალთან და მარილთან ერთად საუკეთესო წამალია ყელის ტკივილის სამკურნალოდ;

2. ჩატარებულმა კვლევებმა ნათლად აჩვენეს, რომ ჯანჯაფილს გააჩნია ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო ეფექტები, რომელიც ხელს  უწყობს ყელის ტკივილის მკურნალობას;

3. ქოქოსის ზეთს მრავალი სამკურნალო თვისება გააჩნია. როგორც ცნობილია, ის მნიშვნელოვნად ამცირებს ყელში ანთებითი პროცესების წარმოქმნას და ტკივილის გაყუჩება შეუძლია. ქოქოსის ზეთს დამამშვიდებელი ეფექტიც გააჩნია და ხელს უწყობს ლორწოვანი გარსების დარბილებას. მიიღეთ ქოქოსის ზეთი დღეში მხოლოდ 2 სუფრის კოვზი (30 მლ) თბილ წყალთან ერთად;

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი,
რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!

Facebook კომენტარები