ფიჭვის სამკურნალო დანიშნულება: წაკითხვის შემდეგ აღფთოვანებას ვერ დამალავთ

4763

ფიჭვის სამკურნალო დანიშნულება: წაკითხვის შემდეგ აღფთოვანებას ვერ დამალავთ

მედიცინაში სამკურნალოდ იყენებენ ფიჭვის კვირტებს, წიწვებს და ფისოვან გამონაყოფს, რომელიც ხის ტანის მექანიკური დაზიანების ადგილებზე გამოიყოფა. მისგან მზადდება კანიფოლი, სკიპიდარი და სხვა პროდუქტები.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

ფიჭვის კვირტებს აგროვებენ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, მცენარეთა ვეგეტაციის დამთავრების შემდეგ, მშრალ ამინდში. ჭრიან მჭრელი დანით 2-3 სმ სიგრძის ყლორტის კენწრულ ნაწილს და აშრობენ ჩრდილში, სხვენზე ან ფარდულში კარგი ვენტილაციის პირობებში. არ შეიძლება მათი გაშრობა თუნუქის სახურავიან სხვენზე, ან ღუმელებში, რადგან ხდება კვირტებიდან ფისების აორთქლება.

აქვს მწარე გემო, არომატულია. ინახავენ გრილ, ჩაბნელებულ ადგილას, მჭიდროდ თავდახურულ ქილაში ერთი წელი.

ფიჭვის კვირტები შეიცავს ეთერზეთს, ფისს, ასკორბინის მჟავას, ნაფტოქინონს, რუტინს, კაროტინს, მთრიმლავ ნივთიერებებს, პინიპიკრინს. წიწვები შეიცავენ ასკორბინის მჟავას, მთრიმლავ ნივთიერებებს, ეთერზეთს, უმნიშვნელო რაოდენობით ალკალოიდებს.

ფისოვანი გამონაყოფი დიდი რაოდენობით შეიცავს ეთერზეთს, ტანიდებს, ფისოვან მჟავებს. ასკორბინის მჟავას რაოდენობა მეტია ორ და სამწლიან წიწვებში ზამთარში და ადრე შემოდგომით.

ფიჭვის კვირტებისაგან დამზადებული პრეპარატები გამოიყენება ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადების სამკურნალოდ. მათ გააჩნიათ ანტისეპტიკური თვისება და აქვთ ნახველის გამოყოფისა და მისი გაწოვის უნარი.

მათგან დამზადებული ექსტრაქტები მოქმედებს ყელ-ყურ-ცხვირის პათოგენურ მიკროფლორაზე ბაქტერიოციდულად. აქვთ აგრეთვე სუსტი შარდმდენი და ნაღველმდენი თვისება.

დღეს გაგიზიარებთ ფიჭვის ნახარშს აბაზანისთვის

ფიჭვის წიწვები, ნორჩი ყლორტები, გირჩები მჭიდროდ ჩააწყვეთ ათლიტრიან ქვაბში, ქვაბი ბოლომდე შეავსეთ ცივი წყლით და ნახევარ საათს ადუღეთ.

გადმოდგით ქურიდან და კარგად შეფუთეთ. 10-12 საათს გააჩერეთ, შემდეგ გადაწურეთ და ჩაამატეთ მომზადებულ აბაზანაში.

ნახარში უნდა იყოს ყავისფერი და ჰქონდეს სასიამოვნო სურნელი. ასეთი აბაზანის შემდეგ დაღლილობა, ნერვული დაძაბულობა და გაღიზიანება გაგიქრებათ და მშვიდად დაგეძინებათ.

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი,
რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები