რა იწვევს ყაბზობას და როგორ ვიმკურნალოთ იაფად სახლში ?! 

2734

რა იწვევს ყაბზობას და როგორ ვიმკურნალოთ იაფად სახლში ?! 

პროფესიით ეკონომისტი ვარ, ფირმაში ვმუშაობ და დილიდან საღამომდე მაგიდასთან მიწევს ჯდომა. ბავშვობიდან ყაბზობისკენ ვიყავი მიდრეკილი, ცხოვრების ასეთმა წესმა კი პრობლემა კიდევ უფრო გამიმწვავა.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

მშვენივრად ვიცი, რომ საფაღარათო მედიკამენტების უსასრულო მიღება არ შეიძლება, ამიტომ ძალიან გამიხარდა, როდესაც ყაბზობის საწინააღმდეგო ვარჯიშისა და მცენარეული საშუალებების შესახებ შევიტყვე.

მათი წყალობით, შეიძლება ითქვას, შვებით ამოვისუნთქე. ყაბზობა, მართალია, ახალი დაავადება არ არის, მაგრამ ცხოვრების თანამედროვე წესმა ის მილიონობით ადამიანის პრობლემად აქცია, ამიტომ მინდა, ეს საშუალებები სხვებსაც გავაცნო.

დილით, გაღვიძებისთანავე, საწოლში ივარჯიშეთ:

მწოლიარემ ასწიეთ ზედატანი და
წამოჯექით, ოღონდ ისე, რომ ხელებს არ დაეყრდნოთ. ეს 20-30-ჯერ მაინც უნდა გააკეთოთ. შემდეგ წამოდექით, ხელები თეძოებზე შემოიწყვეთ და 30-ჯერ შეასრულეთ ჩაჯდომა-ადგომა.

აიღეთ 2 სადილის კოვზი ხორბლის ქატო, დაასხით 1 ჭიქა ცხელი რძე, 30-40 წუთს შეფუთული გააჩერეთ. მიიღებთ ფაფისებრ მასას, რომელიც უნდა მიირთვათ ყოველდილით, უზმოზე, 1 თვის განმავლობაში.

2 სუფრის კოვზ ბაბუაწვერას ფესვს დაასხით 1 ლიტრი წყალი. ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამის წინ.

უმი სტაფილოს, ისპანახისა და ჭარხლის წვენების ნარევი საუკეთესო საშუალება ყოფილა ყაბზობის სამკურნალოდ. წვენები ახალგამოწურული უნდა იყოს. მიიღეთ ჭამამდე 1 საათით ადრე, დღეში 2-3-ჯერ, თითო ჩაის ჭიქა. აქედან ნახევარი სტაფილოს წვენი უნდა იყოს, ნახევარი კი ისპანახისა და ჭარხლისა.

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი,
რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები