წიწაკამ და ნიორმა თმის ცვენა შემიჩერა

4789

წიწაკამ და ნიორმა თმის ცვენა შემიჩერა

თმის ცვენა არის მდგომარეობა, რომელიც მართალია არ ქმნის სიცოცხლისთვის საფრთხეს, მაგრამ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქალის ცხოვრების ხარისხზე და მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, რაც საბოლოოდ ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც აისახება.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

თავის თმიან საფარველზე დაახლოებით 100 000 თმის ფოლიკულია მოთავსებული. ყოველი მათგანი გადის სიცოცხლის საკუთარ ციკლს, რაც მოიცავს ზრდის პროცესს და დასვენებას.

ყოველ მოცემულ მომენტში თმის ფოლიკულის უმრავლესობა იმყოფება ზრდის ფაზაში, რომელიც 2-დან 6 წლამდე გრძელდება.

ამას მოსდევს მოსვენების ფაზა, როცა თმის ზრდა ჩერდება. მისი ხანგრძლივობა დაახლოებით 100 დღეა და ის სრულდება თმის ღერის ფოლიკულიდან მოწყვეტით, სადაც იწყება ახალი ღერის ფორმირება.

ნორმად ითვლება ყოველდღიურად 50-100 ღერი თმის დაცვენა და ეს დანაკარგი მუდმივად ბალანსდება ახალი თმის ამოსვლით.

წვრილად დაჭერით ერთი ცალი წითელი წიწაკა, დაასხით 100 გ არაყი და გააჩერეთ
გრილ, ბნელ ადგილას თავდახურული მინის ჭურჭლით ერთი კვირა.

შემდეგ საღამოობით (სამი დღე ზედიზედ) შეიზილეთ ნაყენი სუფთა და მშრალ თმაში. თავის შეხვევა არ არის საჭირო. სამი დღის შემდეგ თავი დაიბანეთ, გაიმშრალეთ და სამი დღე ზედიზედ კვლავ შეიზილეთ ეს ნაყენი.

შემდეგ ისევ დაიბანეთ თავი, გაიშრეთ და ერთი კვირის განმავლობაში ყოველ საღამოს შეიზილეთ ნიორი. არ შეგეშინდეთ, კანს არ დაგიწვავთ. მე ვიღებდი
ნივრის კბილს, ვჭრიდი შუაზე და გადანაჭერი მხრით ვიზელდი თავის კანს.

ორი კვირის შემდეგ შევამჩნიე, რომ გამელოტებულმა ბუდეებმა შევსება დაიწყო, მაგრამ მკურნალობა კიდევ 3 თვე გავაგრძელე. ყველა გამელოტებული ბუდე შეივსო, აღარც თმის ცვენა მაწუხებს და მგონი, ადრინდელზე ხშირი თმაც მაქვს.

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი,
რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

frenis kompensacia
frenis kompensacia