რა დანიშნულება აქვს კარტოფილს ხალხურ მედიცინაში ?! 

662

რა დანიშნულება აქვს კარტოფილს ხალხურ მედიცინაში ?! 

დღეისათვის ცნობილია, რომ კარტოფილი შეიცავს კაროტინს, ორგანულ მჟავებს (ლიმონისას, ვაშლისას და სხვა), ვიტამინებს. ბევრს ჰგონია, რომ ის მხოლოდ ნახშირწყლების წყაროა. სინამდვილეში კარტოფილი მდიდარია C, B1,B2, B6, B9, PP, K, D, U ვიტამინებით.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

კარტოფილი როგორც მკურნალი

ტუბერკულოზით დაავადებულებს ჯერ კიდევ ძველ რუსეთში ურჩევდნენ კარტოფილით კვებას. სასარგებლოდ მიიჩნეოდა ეს ბოსტნეული შარდკენჭოვანი დაავადების დროსაც, მის თხელ ანათალს კი დამწვარ კანზე აფენდნენ ტკივილის დასაამებლად.

კარტოფილის სახამებელს სამედიცინო პრაქტიკაში კუჭ-ნაწლავის დაავადებათა დროს იყენებენ როგორც ანთების საწინააღმდეგო და შემომგარსველ საშუალებას.

ფარმაცევტულ წარმოებაში ის მრავალი აბისა და ფხვნილის დანამატია, ზოგჯერ - ძირითადი კომპონენტიც.

უმი კარტოფილის ნაჭრებს ალერგიული ლაქების, დამწვრობის შემდგომი ნაკვალევის მოსარჩენად იყენებენ. დააფინეთ ასეთ ადგილებზე თხელი, მრგვალი ნაჭრები.

უმი გახეხილი კარტოფილი უხდება ჩირქოვან ჭრილობებს, ფურუნკულებს (ძირმაგარას).

უმი კარტოფილის წვენი, როგორც სუფთა სახით, ისე სხვა ბოსტნეულის წვენთან
ერთად, კარგია საჭმლის მომნელებელი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევების,  ნერვული დარღვევების, ანემიისა და რეგულარული თავის ტკივილის დროს.

ქერქიანად მოხარშული კარტოფილის ორთქლის ინჰალაცია ძალიან ეფექტურია გაციების, ზედა სასუნთქი გზების დაავადებებისა და სურდოს
დროს.

დიდია კარტოფილის როლი კოსმეტოლოგიაშიც. მოხარშული კარტოფილის, კვერცხის გულისა და რძის ნარევი უნიკალური მკვებავი ნიღაბია სახის კანისთვის. ეს ნარევი 15-20 წუთის განმავლობაში უნდა გაიჩეროთ სახეზე, ჩამოიბანოთ ცხელი წყლით, მერე კი პირი ცივი წყლით დაიბანოთ.

ამ პროცედურის შემდეგ კანი გლუვი, ნაზი და დრეკადი ხდება, ნაოჭები ქრება. მზით დამწვრობისა თუ კანის სხვა ანთებითი დაავადებების დროს სასურველია უმი, გახეხილი კარტოფილის კომპრესები - მათ ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვთ.

თუ ხელებზე კანი გამოგიშრათ და გექერცლებათ, გირჩევთ, აიღოთ ახალმოხარშული კარტოფილი, გაგლისოთ ცხელ რძეში და ეს ფაფის მაგვარი მასა - ცხელი, რამდენადაც გაუძლებთ - მტევნებზე წაისვათ, შეიფუთნოთ და გაცივებამდე გაიჩეროთ. რამდენიმე პროცედურის შემდეგ შედეგით გაოცებული დარჩებით.

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი,
რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!

frenis kompensacia
frenis kompensacia