ჭაობის ბერულა – ბუნების საჩუქარი

588

ჭაობის ბერულა – ბუნების საჩუქარი

რამდენიმე წელია, კუჭი მაწუხებს. ისეთი სამსახური მაქვს, რომ დიეტის დაცვა და
კვების რეჟიმის მოწესრიგება ძალიან მიჭირს. დაავადება თავს განსაკუთრებით გაზაფხულსა და შემოდგომაზე მახსენებს.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

თანასოფლელმა, რომელსაც ჩვენს მხარეში სამკურნალო მცენარეების ზედმიწევნით მცოდნედ იცნობენ, მომცა თავისი მომზადებული წამალი, რომელიც ძალიან მომიხდა. მთავარი ინგრედიენტია ბერულა.

ჭაობის ბერულა ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ასკორბინის მჟავას, თიამინს, მთრიმლავ და ცხიმოვან ნივთიერებებს, ეთერის ზეთს, ფისებს, კაროტინს, ფიტოსტერინებს, პიგმენტებს.

გააჩნია სისხლძარღვების გამაფართოებელი და ჰიპოტენზიური თვისებები, ანტიბაქტერიული აქტივობა, აჩქარებს სისხლის შედედებას.

იყენებენ ჰიპერტონიული დაავადების, სტენოკარდიის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების სამკურნალოდ.

გაგიზიარებთ რეცეპტს, რომელიც ასე მზადება:

აიღეთ 50 გრამი ასკილი, თითო სუფრის კოვზი შავბალახა, ჭაობის ბერულა, კრაზანა
და პიტნა, დაასხით 1,5 ლიტრი წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და 5 წუთს ადუღეთ. შემდეგ 2 საათით გააცივეთ და გადაწურეთ. მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.

ცხელი ნაყენი

1 ს.კ ბერულას დაასხით 1 ჩ.ჭ (200 მლ.) ადუღებული წყალი და გააჩერეთ 45 წთ. გადაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

აუცილებლად სანახავი:მიირთვით თაფლი ყოველ დღე და თქვენს სხეულში მოხდება ეს 8 ცვლილება

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები