დისბაქტერიოზის მკურნალობის ყველაზე ეფექტური რეცეპტი

890

დისბაქტერიოზის მკურნალობის ყველაზე ეფექტური რეცეპტი

რა არის დისბაქტერიოზი?

ადამიანის ნაწლავები დასახლებულია დიდი რაოდენობის მიკრობებით, მათ შორისაა „კარგები“, „ცუდები“ და „ნეიტრალურები“. „კარგი“ ანუ სასარგებლო მიკრობები- ბიფიდობაქტერიები, შეიძლება ითქვას ნამდვილი მეგობრებია.

ისინი ხელს უწყობენ საკვების მონელებას, გვიცავენ ალერგიისგან, იცავენ იმუნიტეტს და, წარმოიდგინეთ, ამცირებენ ონკოლოგიური პროცესების განვითარების რისკს.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

ამავე დროს, თრგუნავენ „მტრებს“ – სტაფილოკოკებს, პროტეას, სტრეპტოკოკებს, კანდიდას სახეობის სოკოს. ამრიგად, საკვების სრულფასოვანი გადამუშავება და ორგანიზმის დაცვა შეუძლებელია ნაწლავური მიკრობების გარეშე.

ძალიან მიყვარს კომში. ყვავილობის დროს კი თვალს ვერ ვწყვეტ მის მშვენიერ ყვავილებს. ბოლო დრომდე არც კი ვიცოდი, თუ ამ მცენარეს ხალხური მედიცინა სამკურნალოდ იყენებდა.

ჩემს შვილს დისბაქტერიოზი დაუდგინეს. ძალიან ბევრი წამალი დაუნიშნეს, მაგრამ მკურნალობა სულ რამდენიმე კვირას გასტანდა ხოლმე, მერე ყველაფერი თავიდან იწყებოდა.

გადავწყვიტე, ხალხური რეცეპტებითაც მივხმარებოდი და დავიწყე ძებნა. ჩემდა გასაკვირად, ასეთი საშუალება კომშის თესლი აღმოჩნდა:

2 ჩ/კ თესლს (კურკებს) დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, 10 წუთით დადგით დაბალ
ცეცხლზე, შემდეგ გადაწურეთ, დადგით 6 საათი. სვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა ნახარში 3-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ამ ნაყენის სმა ჩემმა შვილმა მედიკამენტური კურსის დამთავრების შემდეგ დაიწყო. დაავადება აღარ გამწვავებია და აღარც წამალი დასჭირვებია.

კომშის თესლის ნაყენი კარგი ყოფილა ხველისა და ხმის ჩახლეჩის დროსაც.
დისბაქტერიოზით შეწუხებულ ყველა ადამიანს ვურჩევ, გამოიყენოს ეს რეცეპტი.

აუცილებლად სანახავი:მიირთვით თაფლი ყოველ დღე და თქვენს სხეულში მოხდება ეს 8 ცვლილება

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები