ოცნებობთ, რომ სქელი და ელასტიური თმები გქონდეთ და ყოველთვის გიბზინავდეთ? მაშინ შეიხედეთ სამზარეულოში.

1091

ოცნებობთ, რომ სქელი და ელასტიური თმები გქონდეთ და ყოველთვის გიბზინავდეთ? მაშინ შეიხედეთ სამზარეულოში.

თმის მოვლა დამოკიდებულია თმების ტიპზე. ცხიმიანი თმისთვის სასარგებლოა ბალახების ნაყენი (გვირილა, სალბი (შალფეი) და ა.შ). მშრალი თმისთვის კი ნატურალური ზეთები (ზეითუნის, ავაკადოს, სელის).

იაფი ავიაბილეთები avia.ge

სტაფილოს წვენით დაინამეთ ცხიმიანი თმები დაბანამდე 2-3 საათით ადრე. ცირცელის ნაყოფის ნახარში (1 ს.კ. 2 ჩ.ჭ. მდუღარეზე) კარგია ცხიმიან თმებზე გადასავლებად დაბანის შემდეგ.

პიტნა, თუ მის ნაყენს გადაივლებთ დაბანის შემდეგ მშრალ, შეღებილ თმაზე, დადებითად მოქმედებს მათზე. 2 ს.კ. პიტნა დააყენეთ 1 ჩ.ჭ. მდუღარე წყლით 30 წთ–ის განმავლობაში. ოხრახუში ამაგრებს თმებს და ასტიმულირებს მათ ზრდას.

1 ჩ.კ. ოხრახუშის ნაყოფი დააქუცმაცეთ ყავის საფქვავში, დაამატეთ 1 ჩ.კ. სპირტი და 2 ჩ.კ. აბუსალათინის ზეთი. ნარევი შეიზილეთ თავის კანში დღეგამოშვებით ერთი თვის განმავლობაში.

ოხრახუშის ნახარში გადაივლეთ თმაზე დაბანის შემდეგ ბზინვარების მისანიჭებლად.

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დასაძინებლად დაწოლა თუ თმებზე ლაქი გაქვთ, რადგან ამ დროს თმები ერთმანეთზე დაწებებულია, თავის კანზე ფორები დახშულია და არ არსებობს არანაირი დაცვა თმების მექანიკური დაზიანებისაგან.

წინააღმდეგ შემთხვევაში დილით თმები გექნებათ მშრალი, რთულად დასამორჩილებელი და გათხელებული;

აუცილებლად სანახავი:ამ ნაყენის პირში ერთხელ გამოვლებით ცუდ სუნს 1 წლით დაემშვიდობებით! – მარტივი რეცეპტი

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

frenis kompensacia
frenis kompensacia