თუ სტომატიტი გაქვთ, სამყურას ნაყენი გიშველით უმოკლეს დროში

590

თუ სტომატიტი აქვთ, სამყურას ნაყენი გიშველით უმოკლეს დროში

სამყურას ნაყენსა და ნახარშს უხსოვარი დროიდან იყენებენ უამრავი დაავადების
სამკურნალოდ. ამ მცენარეს ნერვული სისტემის დამამშვიდებელი, კრუნჩხვებისა და სპაზმების საწინააღმდეგო თვისებები აქვს.

მის გამოყენებას სპეციალისტები ისეთი დაავადებების დროს გვირჩევენ, როგორებიცაა სტენოკარდია, ათეროსკლეროზი, კორონარული სისხლძარღვების თრომბოზი, უძილობა, თავის ტკივილი, მენსტრუალური ციკლის დარღვევა.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

განსაკუთრებით კარგია კლიმაქსის პერიოდში. სამყურას მიღებისას არ უნდა
დაგვავიწყდეს, რომ იგი შხამიანია, ამიტომ აუცილებელია დოზირების ზუსტი დაცვა.

უმჯობესია, იგი სხვა მცენარეთა ნარევთან ერთად გამოიყენოთ. მე სამყურათი სტომატიტს ვუმკურნალე. ადრე პირის ღრუში ხშირად მიჩნდებოდა გამონაყარი.

თავდაპირველად მზა წამლებს ვიყენებდი. გამონაყარი ქრებოდა, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ ისევ ჩნდებოდა, უბრალო გაციებაც კი ამწვავებდა.

ერთხელ დეიდამ მირჩია, სამყურა მესინჯა. აღმოჩნდა, რომ ლორწოვანი გარსის ანთებისას კარგია ნაყენი, რომელიც სამყურას, ტუხტის ფესვებისა და სამკურნალო გვირილის ნარევისგან მზადდება.

თანაბარი რაოდენობით ავურიოთ ერთმანეთში სამყურას, გვირილისა და ტუხტის ფესვები. 1 წილ ნარევს დავუმატოთ 3 წილი სელის თესლი. შემდეგ ავიღოთ 1 სადილის კოვზი ნარევი და დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე.

გავაჩეროთ 15 წუთი, გადავწუროთ და
თბილ-თბილი გამოვივლოთ პირსა და ყელში დღეში რამდენჯერმე, ოღონდ ერთხელ — აუცილებლად ძილის წინ.

მკურნალობა საჭიროა, ვიდრე ლორწოვანი გარსი მთლიანად არ მოშუშდება. ეს ნაყენი
ეფექტიანია ანგინის დროსაც.

აუცილებლად სანახავი:ტიბეტური ელექსირი საუკეთესო გამაახალგაზრდავებელი საშუალება

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

frenis kompensacia
frenis kompensacia