საკუთარი თავის ექიმი გავხდი! ნაყენით მოვირჩინე თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზია, რომელიც წლების განმავლობაში მტანჯავდა.
მაინტერესებს მცენარეებით მკურნალობა და ხშირად ვიყენებ მათ. სწორედ მცენარეთა გამოყენებით ძალიან მალე ვიგრძენი უკეთესობა — ტკივილები დამიცხრა, საჭმლის მონელება.. მცენარეული ნაყენით მოვირჩინე თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზია, რომელიც წლების განმავლობაში მტანჯავდა. მაწუხებდა წვა, ტკივილი. დიდი ხნის განმავლობაში არ მცილდებოდა ეს დისკომპორტი. დავლიე ბევრი მედიკამენტიც, მაგრამმკურნალობა ყოველჯერზე დროებითი იყო.
ერთ მშვენიერ დღეს გადავწყვიტე ხალხური მედიცინისთვის მიმემართა, იმ იმედით რომ ეს მაინც გაამართლებდა. აღმოვაჩინე მატიტელას ნაყენი, რომელიც უებარი ყოფილა ზუსტად ჩემი პრობლემის დროს!
დავიწყე მატიტელას ნაყენის სმა და მომიწესრიგდა საჭმლის მომნელებელი სისტემა. ამას გარდა, მაწუხებდა წნევა და ნაყენის სმის დროს ისიც ნორმაში ჩამიდგა.
ნაყენის მომზადების წესი:
1 ს/კ მშრალი, დაქუცმაცებული ბალახი ჩაყარეთ ჯამში. ბალახი თავადაც შეგიძლიათ მოაგროვოთ (იგი საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში მოიპოვება ძალიან მარტივად). დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, 15-20 წუთით გააჩერეთ მდუღარე წყლის ორთქლზე, მერე გადმოდგით, შეაგრილეთ, გაწურეთ და სვით თითო ს/კ ჩამიდგა. 3-ჯერ დღეში, ჭამის წინ.
თუ ამ ნაყენის მიღებას დაიწყებთ, ნახავთ, რომ სულ უბრალო საშუალებით შეგიძლიათ სხეული გაიჯანსაღოთ. თითქოს საერთო მდგომარეობა გამიუმჯობესდა, გამაახალგაზრდავა და ყველაფერზე მომიხდა.
ექიმის კომენტარი:
ხალხური მედიცინა მატიტელას კარგად იცნობს. სამკურნალოდ იყენებენ ბალახს ფესვიანად. მას ყვავილობის დროს აგროვებენ და ჩრდილში ახმობენ. მატიტელა მდიდარია ბიოაქტიური ნივთიერებებით: C ვიტამინით, გლუკოზით, მთრიმლავი ნივთიერებით.
გინეკოლოგიაში იყენებენ სისხლდენების შესაჩერებლად. ხალხურ მედიცინაში მატიტელას ხმარობენ როგორც შემკვრელ, შარდმდენ, მადისმომგვრელ საშუალებას, იყენებენ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, სიმსივნის დროს.
ექსპერიმენტული მონაცემების თანახმად, მატიტელას ნაყენი ამცირებს სისხლის წნევას, რაც, ალბათ, იმასთანაცაა დაკავშირებული, რომ ამ მცენარეს შარდმდენი და თირკმლის ქსოვილის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს.
ჩვენი შემოთავაზებული ყველა რეცეპტი შედგება ნატურალური ინგრედიენტებისგან! ჩვენი მიზანია დაგეხმაროთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში!
გისურვებთ ჯანმრთელობას!