იმუნიტეტის გაზრდა ზამთარში ყველა ჩვენგანის მიზანია – ამ მეთოდებით მიიღებთ ძლიერ იმუნიტეტს ნაკლები დანახარჯებით

5821

იმუნიტეტის გაზრდა ზამთარში ყველა ჩვენგანის მიზანია - ამ მეთოდებით მიიღებთ ძლიერ იმუნიტეტს ნაკლები დანახარჯებით

ბევრ ადამიანს ზამთარში უქვეითდება იმუნიტეტი, ამას მოსდევს დაღლა, შრომისუნარიანობის შემცირება, ხშირი გაცივება, ინფექციური დაავადებები.

ქვემოთ ჩამოთვლილი მარტივი წესები საშუალებას მოგცემთ, აიმაღლოთ იმუნიტეტი:

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

მთავარია, თავი აარიდოთ სტრესს. სტრესით დაუძლურებული ორგანიზმი უფრო ადვილად ავადდება.

მიიღეთ ვიტამინები, უმჯობესია – ნატურალური (ასკილის ნაყენი, ხილის და ბოსტნეულის წვენი, ჩაი ლიმონით, ქაცვი, შავი მოცხარი შაქრით).

გადაღლილობა, ძილის უკმარისობა აქვეითებს იმუნიტეტს. დღე ისე დაგეგმეთ, რომ გამოიძინოთ. დილით და საღამოს ყელში და ცხვირში გამოივლეთლ სალბის, ევკალიპტის, გვირილის ნაყენი.

იმუნური სისტემა უდიდეს როლს თამაშობს ადამიანის ჯანმრთელობაში, ვინაიდან მისი გამართული მუშაობა განაპირობებს ცოცხალი ორგანიზმის მდგრადობას.

იმუნური სისტემის ფუნქცია არის,  უპასუხოს ნებისმიერ უცხო ნივთიერებას ადეკვატურად და შეინარჩუნოს ცოცხალი ორგანიზმის შინაგანი წონასწორობა.

ძირითადად განასხვავებენ 2  ტიპის იმუნიტეტს: თანდაყოლილსა და შეძენილს.

  • თანდაყოლილი იმუნიტეტი ადამიანის ორგანიზმს მემკვიდრეობით გადაეცემა მშობლებისაგან
  • შეძენილი იმუნიტეტი კი რომელიმე ინფექციური დაავადების გადატანის  შემდეგ გამომუშავდება ორგანიზმში  და დიდი ხნის  განმავლობაში იცავს მას

გთავაზობთ რეცეპტებს ხალხური მედიცინისგან:

რეცეპტი 1

იმუნიტეტის გასაძლიერებლად 15 ცალ დაფნის ფოთოლს უნდა დაასხათ 300 გ წყალი, დადგათ დაბალ ცეცხლზე, წამოადუღოთ და ადუღებიდან 5 წუთის შემდეგ გადმოდგათ. შემდეგ ეს ნაყენი ფოთლებიანად გადაიტანეთ თერმოსში და გააჩერეთ 3-4 საათი. გადმოწურეთ და სვით თითო ყლუპი ერთ მიღებაზე მთელი დღის განმავლობაში. მეორე დღისთვის ახალი დაამზადეთ და იგივე გაიმეორეთ. სულ 3-დღიანი კურსი უნდა ჩაიტაროთ. კურსის გამეორება კი 2 კვირაში შეგიძლიათ. ჩემს 20 წლის შვილს, რომელიც ყოველ ზამთარსა და გაზაფხულზე ავადმყოფობდა, ამ მკურნალობის შემდეგ ვირუსული ინფექცია აღარ დამართნია.

რეცეპტი 2

დაგჭირდებათ: ჭიქა-ნახევარი ქიშმიში, ორი ლიმონი, ერთი ჭიქა ნიგოზი, ნახევარი ჭიქა ნუშის გული.

გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ნიგოზი და კურკებგამოცლილი ლიმონი. შეურიეთ წვრილად დაჭრილი ნუშის გული, ქიშმიში და დაასხით 1,5 ჩ/ჭ ჭიქა ახალი თაფლი. დადგით 3-5 დღე ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე. მიიღეთ 1-2 ს/კ დღეში ერთხელ, ჭამამდე ერთი საათით ადრე.

აუცილებლად სანახავი:მიირთვით 1 კიტრი ყოველდღე და ნახეთ რა დაემართება თქვენს ორგანიზმს საჭირო და სასარგებლო ინფორმაციაა.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

frenis kompensacia
frenis kompensacia