ფუტკრის შხამს აქვს ანთების და ალერგიის  საწინააღმდეგო, გამაყუჩებელი მოქმედება 

201

ფუტკრის შხამს აქვს ანთების და ალერგიის  საწინააღმდეგო, გამაყუჩებელი მოქმედება 

ფუტკრის შხამი ძალიან ბლანტი სითხეა დამახასიათებელი სუნით და მწარე გემოთი. მას გამოიმუშავებს ფუტკრის შხამიანი ჯირკვლები, რომლებშიც 0,2მგ.მდე შხამი გროვდება.

ცნობილია რამდენიმე ხელსაწყო, რომლის საშუალებით ფუტკრისთვის ზიანის მიყენების გარეშე მიიღება ფუტკრის შხამი.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ფუტკრის შხამი სიროფის მაგვარი მჟავე რეაქციის მქონე სითხეა, კარგად იხსნება წყალში და მცენარეულ ზეთში. ჰაერზე შრება და ადვილად იწოვს ნესტს.

მზის სხივები და მაღალი ტემპერატურა ამცირებენ ფუტკრის შხამის ფიზიოლოგიურ აქტიურობას. კარგად იტანს დაბალ ტემპერატურას.

შხამის ყველაზე მნიშვნელოვანი ბიოლოგიურად აქტიური შენაერთია ფერმენტები (ფოსფოლიპაზა და გიალურონიდაზი), პეპტიდები (მელიტინი,
სპამინი, ადოლანინი და სხვა) და ამინები (ჰისტამინი, ნორადრენალინი). პეპტიდებს აქვთ გამოხატული ანტიმიკრობული მოქმედება, ამცირებენ სისხლის შედედებას:

ფუტკრის შხამი შეიცავს ლიპიდებს (ცხიმებს და სტერინებს), მინერალურ ნივთიერებებს, შაქრებს (გლუკოზას
და ფრუქტოზას), მინერალურ მჟავებს, მაგრამ მათი პროცენტული თანაფარდობა მცირეა.

ფუტკრის შხამს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ალერგიის საწინააღმდეგო, გამაყუჩებელი მოქმედება.
უძველესი დროიდან მას იყენებენ სახსრების, ნერვების, კუნთების დაავადებების დროს.

შხამის რაოდენობა, რომელსაც ფუტკარი კბენის დროს გამოყოფს, შეადგენს
0,5–0,7მგ.–ს.

ფუტკრის შხამი და მისი პრეპარატები გამოიყენება გარეგანად მალამოების სახით, ან კანქვეშა ინექციების სახით, ასევე, არის აბების სახით.

ამ პრეპარატებს იყენებენ შაკიკის, ალერგიის, ტროფიკული წყლულის,
ნევრალგიის, სახსრების და კუნთების დაავადებების, თრომბოფლებიტის დროს.

უნდა გახსოვდეთ, რომ ფუტკრის შხამი და მისი პრეპარატები ტოქსიკურია. არ შეიძლება მათი დანიშვნა ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობის და სისხლის
დაავადებების დროს.

აუცილებლად სანახავი:20 მიზეზი თუ რატომ უნდა ჭამოთ ბანანი და რა სარგებელი აქვს ორგანიზმისთვის

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები