თუ თქვენ გსურთ თამბაქოს თავი დაანებოთ და არ იცით ეს როგორ მოახერხოთ, მაშინ გაგიზიარებთ ძალიან ეფექტურ რეცეპტს

9416

თუ თქვენ გსურთ თამბაქოს თავი დაანებოთ და არ იცით ეს როგორ მოახერხოთ, მაშინ გაგიზიარებთ ძალიან ეფექტურ რეცეპტს

სიგარეტს 16 წლიდან ვეწევი. ახლა 41 წლის ვარ. ამ ხნის განმავლობაში მქონია პერიო-
დები, როდესაც ამ მავნე ჩვევისთვის თავი 2-3 თვეც კი დამინებებია, მაგრამ შემდეგ რაღაც კვლავ მისკენ მიბიძგებდა. ბოლოს ყველაფერზე ხელი ჩავიქნიე და მივყევი დინებას.

ერთ ზამთარს ძლიერ გავცივდი. გრიპი ფილტვების ანთებით გამირთულდა, თანაც ისეთი ხარისხის ანთებით, რომ ორივე ფილტვის მესამედიღა ფუნქციონირებდა. ექიმებმა თამბაქოს მოწევა კატეგორიულად ამიკრძალეს.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

თავადაც ვხვდებოდი ამის აუცილებლობას და ავადმყოფობის პერიოდში სიგარეტს არ გავკარებივარ, გამოჯანმრთელებიდან 2 თვის შემდეგ კი, უკეთესობა ვიგრძენი თუ არა, კვლავ დავიწყე მოწევა.

ამის გამო მეუღლესთან უთანხმოებაც კი მომივიდა. ბოლოს ერთმა მეგობარმა მრავალძარღვას წამალი მირჩია, რომელიც თავად გამოეცადა და კმაყოფილი იყო. რეცეპტი მეუღლეს მივუტანე და მკურნალობაც მალევე დავიწყე.

თავდაპირველად ოდნავ გამიჭირდა, რამდენიმე დღეში კი მოწევის სურვილი თავისთავად გამიქრა.

უკვე 5 წელია, თამბაქოს აღარ გავკარებივარ, თავსაც უკეთ ვგრძნობ და ბიუჯეტსაც აღარ ვაზარალებ.

მრავალძარღვას ნორჩი ფოთლები ჩაყარეთ მინის ჭიქაში, დაასხით იმდენი არაყი, რომ ფოთლები დაიფაროს, დააფარეთ შუშა და დადგით მზეზე.

2 კვირის შემდეგ სითხე ჭურჭელში გადაასხით. ეს ჭურჭელი მუდამ თან იქონიეთ ნატეხ შაქართან ერთად.

მოწევის სურვილი გაგიჩნდებათ თუ არა, შაქარზე მრავალძარღვას ნაყენი დააწვეთეთ და მოწუწნეთ.

რამდენიმე ხნის შემდეგ (ორგანიზმის ინდივიდუალური თვისებების გათვალისწინებით) მოწევის სურვილი გაქრება, ხოლო სიგარეტის კვამლი არასასიამოვნო გახდება და
გულისრევასაც კი გამოიწვევს.

აუცილებლად სანახავი:ტიბეტური ელექსირი საუკეთესო გამაახალგაზრდავებელი საშუალება

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები