რევმატულ ტკივილებს ისე არაფერი შველის, როგორც ნიახურის ფესვების ნახარში

759

რევმატულ ტკივილებს ისე არაფერი შველის, როგორც ნიახურის ფესვების ნახარში
რევმატიზმი  –  დაავადება, რომელიც ხასიათდება დამაკავშირებელი ქსოვილის ანთებითი ინფექციურ-ალერგიული სისტემური დაზიანებით.
ლოკალიზაციის მიხედვით გამოიყოფა:

  • გულის რევმატიზმი;
  • სისხლძარღვების რევმატიზმი;
  • სახსრების რევმატიზმი;
  • კანის რევმატიზმი;
  • ვენტრალური ნერვული სისტემის რევმატიზმი;
  • სეროზული საფარის რევმატიზმი.
  • იაფი ავიაბილეთები avia.ge
    იაფი ავიაბილეთები avia.ge

მიზეზები

  • ინფექციური დაავადებები;
  • იმუნური სისტემის დაქვეითება;
  • ორგანიზმის გადაციება.

სიმპოტმები

  • სხეულის ტემპერატურის 39 გრადუსამდე აწევა;
  • საერთო სისუსტე;
  • სწრაფი დაღლა;
  • ჭარბი ოფლიანობა;
  • თავის ტკივილი;
  • სახსრების ტკივილი, გაწითლება, სახსრების შეშუპება, მოძრაობის დაქვეითება;
  • გულის ტკივილი, გახშირებული გულისცემა;
  • კუნთების კანკალი, კუნთების სისუსტე;
  • ღია ვარდისფერი გამონაყარი კანზე, სახსრების კანქვეშ კვანძების გაჩენა.

ნიახური, როგორც ცნობილია, არა მარტო გემრიელი სანელებელი, არამედ სამკურნალო მცენარეცაა. ის ანელებს დაბერების პროცესს, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას და დადებითად მოქმედებს გულსა და სისხლძარღვებზე.

მას ურჩევენ თირკმლის დაავადებების, რევმატიზმისა და პოდაგრის დროსაც. ნიახურში ბევრი ვიტამინი, ცილა, ამინმჟავა (კაროტინი, ასპარაგინი, ნიკოტინის მჟავა, თიროზინი, ეთერზეთები), მიკროელემენტი და მინერალია.

ის განსაკუთრებით სასარგებლოა ხანდაზმულთათვის, რადგან აუმჯობესებს წყალმარილოვან ცვლას. ნიახური დადებითად მოქმედებს დიაბეტით დაავადებულებზეც.

ნიახურს აქვს ანტიალერგიული, ანტისეპტიკური და მატონიზებელი თვისებები, აუმჯობესებს მადას. С ვიტამინის შემცველობის წყალობით აღადგენს სისხლის მიმოქცევას, ეფექტურია ჰიპერტონიის დროს.

მასში არსებული რკინა, მაგნიუმი და კალციუმი აძლიერებს იმუნურ სისტემას. ორიოდე ღერი ნიახური А და С ვიტამინების დღიური ნორმის 15%-ს შეიცავს.

ამ ნახარშის მომზადების შემდეგ რევმატიზმი ვეღარ შეგაშინებთ. 

რეცეფტის მომზადება და გამოყენება: 

აიღეთ 1 სადილის კოვზი ახალდაქუცმაცებული ნიახურის ფესვი, დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და 1 საათით შეფუთეთ. შემდეგ გადაწურეთ და სვით 2 სადილის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

შეგიძლიათ, ნაყენი ცივ წყალზეც მოამზადოთ, ოღონდ უნდა სვათ მეოთხედი ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე.

აუცილებლად სანახავი:14 სიმპტომი, რაც ღვიძლის დაავადებაზე მიგითითებთ! ეს არ უნდა დააიგნოროთ!

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები