როგორ ვუშველოთ ასთმას და ბრონქიტს? რეცეპტი სწრაფი და ეფექტური შედეგით

3169

ადამიანებს ფილტვების პრობლემები ხშირად აქვთ, ყველაზე გავრცელებული დაავადებები კი ამ მხრივ არის ასთმა და ბრონქიტი. ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემები რაიმე ინფექციით, ალერგიით, მოწევით ან სხვა გამომწვევი მიზეზით შეიძლება განვითარდეს.

ამიტომ, ჩვენ გირჩევ რეცეპტს, რომელიც მსგავსი პრობლემების წინააღმდეგ ეფექტურად მოქმედებს.

თქვენ დაგჭირდებათ:

რამდენიმე თავი ხახვი;

1 კგ. შაქარი;

2 ლიმონი;

5 ლიტრი წყალი;

7 ს/კ ნატურალური თაფლი;

მომზადების წესი:

შაქარი მეტალის ქვებში ჩაყარეთ და იქამდე გედგათ ნელ ცეცხლზე სანამ არ გაყვითლდება, დაამატეთ შაქარს დაქუცმაცებული ხახვი, თაფლი და წყალი დაასხით. ადუღეთ იქამდე სანამ ქვაბში მასის 1/3 არ დარჩება. შემდეგ გააცივეთ და ლიმონის წვენი დაამატეთ, ისევ კარგად მოურიეთ, ამის შემდეგ ნაზავი შუშის ქილაში გადაასხით.

მიღების წესი:

1 ს/კ ყოველი ჭამამდე მიიღეთ. ეს პროცედურა იქამდე უნდა იმეოროთ, სანამ თქვენი ფილტვების პრობლემა ბოლომდე არ მოგვარდება.

Facebook კომენტარები