საოცრად სასარგებლო პროდუქტი : წითელი მოცვის ფოთლები მრავალი დაავადების წინააღმდეგ

217

საოცრად სასარგებლო პროდუქტი : წითელი მოცვის ფოთლები მრავალი დაავადების წინააღმდეგ

წითელი მოცვი –  გამოიყენება ნაყოფი და ფოთლები. ნაყოფს აგროვებენ აგვისტო-
სექტემბერში, ფოთლებს კი ყვავილობამდე.

წითელი მოცვის ფოთოლი შეიცავს ფენოლურ გლიკოზიდებს არბუტინსა და მეთილარბუტინს, ვაკცინინს, ლიკოპინს, ჰიდროქინონის წარმოებულებს, ურსოლის, ღვინის, პალოის, ელაგის მჟავეებს, ტანინს და სხვა ფლავონოიდებს.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ნაყოფმა სამკურნალო თვისებები მაქსიმალურად რომ შეინარჩუნოს, მას ასეთი წესით აშრობენ: ქაღალდზე ან ნაჭერზე თხლად გაფენილ მარცვლებს ჰაერზე ოდნავ აჭკნობენ, შემდეგ კი ღუმელში 60-700ც ტემპერატურაზე აშრობენ.

კარგად გამომშრალი ნაყოფი შეხებისას ხელს არ უნდა სვრიდეს. სწორად გამომშრალი მოცვი რამდენიმე წლის განმავლობაში ინახება. ფოთლებს ყვავილობისას აგროვებენ და თხლად გაფენილს ჰაერზე აშრობენ.

ფოთლების ნახარში გამოიყენება ცისტიტის, შარდკენჭოვანი დაავადების, ოსტეოქონდროზის, სახსრების რევმატული დაავადებების დროს.

ამისათვის 1 სუფრის კოვზ გამშრალ და დაქუცმაცებულ ფოთლებს უნდა დაასხათ 1 ჩაის ჭიქა წყალი, ადუღოთ 5-10 წუთი და მიიღოთ თითო სუფრის კოვზი 3-4-ჯერ დღეში.

ნედლი ნაყოფი სასარგებლოა დაბალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის, კუჭის აშლილობის, რევმატიზმის დროს. ნაყოფის
წვენს სვამენ მაღალი წნევის, შაქრიანი დიაბეტის დროს.

ღამით შარდის შეუკავებლობის დროს გამოიყენება წითელი მოცვის ნაყოფისა და ფოთლების ნარევი (1 სუფრის კოვზი)
კრაზანას ბალახის დამატებით (2 სუფრის კოვზის ოდენობით), რომელსაც ადუღებენ 10 წუთს 3 ჭიქა წყალში. ეს დღიური დოზაა და მიიღება დღის 4 საათიდან დაღამებამდე.

ფაღარათისა და დაბალი სიმჟავით მიმდინარე გასტრიტის დროს სასარგებლოა მოცვის ფოთლების ნაყენი:

აიღეთ 3-4 ჩაის კოვზი დაქუცმაცებული მშრალი ფოთოლი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და 4-5 საათს გააჩერეთ თერმოსში. მიიღეთ 1/4-1/2 ჭიქა დღეში 4-5-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.

ცხელი ნაყენი

1 ს.კ წითელი მოცვის ფოთოლს დაასხით 1 ჩ.ჭ (200 მლ.) ადუღებული წყალი და გააჩერეთ 45 წთ. გადაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე

აუცილებლად სანახავი:ლიმონის კანის 10 სასარგებლო თვისება – რა დაავადებებს კურნავს ლიმონის ცედრა

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები