ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენაა: თურმე პროპოლისის ზეთი ფილტვებს კურნავს

4041

ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენაა: თურმე პროპოლისის ზეთი ფილტვებს კურნავს

დინდგელი (პროპოლისი) არის ანტი მიკრობული უძლიერესი ბუნებრივი ნივთიერება. დინდგელი არის ნივთიერება რომლის გარემოშიც ვერ ვითარდება ვერცერთი მიკრობი და პარაზიტი. ის ორგანიზმს ეხმარება: მოტეხილობების სწრაფ შეხორცებაში, კანის დაზიანებული ქსოვილების აღდგენაში და ჭრილობების შეხორცებაში. არბილებს დამწვარი კანის ნაწიბურებს, ასუფთავებს უჯრედის მემბრანას, მწყობრში მოჰყავს უჯრედის სუნთქვა და ებრძვის პათოლოგიურ უჯრედებს.

ნამ­დვი­ლი ნა­ღე­ბის კა­რა­ქი 82-პრო­ცენ­ტი­ანია. ის ნა­ტუ­რა­ლუ­რი რძის­გან შედ­გე­ბა და მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში რძის გარ­და, მხო­ლოდ მა­რი­ლი შე­დის.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

როდესაც სიტყვა ხალხურ მედიცინაზე ჩამოვარდება, ვგრძნობ, როგორ მევსება გული მადლიერებით – საოცარია, მაგრამ ჩვენი ბრძენი წინაპრები მცენარეებით ისეთ დაავადებებსაც კი მკურნალობდნენ, რომელთაც დღესაც გაჭირვებით შველიან.

არცთუ ისე დიდი ხნის წინათ ფილტვების ანთება დამემართა. მკურნალობდნენ, მმკურნალობდნენ, მაგრამ შედეგი აგვიანებდა.

უკვე ასაკში ვარ და სპეციალისტები გამოჯანმრთელების პროცესის
გახანგრძლივებას ჩემს ასაკს აბრალებდნენ.

ვინ იცის, ასე რამდენ ხანს გაგრძელდებოდა, რომ არა ხალხური საშუალება, რომელმაც თვალის დახამხამებაში მიშველა ფილტვების უებარი წამალი ასე მზადდება:

აიღეთ 100 გრამი ნაღების კარაქი, შეათბეთ 50-60 გრადუსამდე, გადმოდგით და
დაუმატეთ 10 გრამი დაქუცმაცებული პროპოლისი. კვლავ შედგით ცეცხლზე და 70 გრადუსზე გააჩერეთ დაახლოებით 8-10 წუთს.

ამ ხნის განმავლობაში განუწყვეტლივ უნ-
და ურიოთ. ქურიდან რომ გადმოდგამთ, გაწურეთ და გაფილტრეთ ორფა დოლბანდში.

გაცივდება თუ არა, მისი მიღება უკვე შეგიძლიათ. უნდა სვათ 1 სადილის კოვზი დღეში 2-3-ჯერ, თბილ რძესთან ერთად, ჭამამდე საათ-ნახევრით ადრე. მკურნალობა 2 თვე გრძელდება.

ყველაფერი წესისამებრ გავაკეთე და მოვიხედე კიდეც. ასაკის მიუხედავად, ყმაწვილი კაცივით ვსუნთქავ და სამსახურშიც უწინდელივით აღარ ვიღლები.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები