თქვენი აზრით რას ეძახიან ვიტამინების “პატარა ბომბს”? ეს თვით ფეიხოაა…

1537
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

შემოდგომის დეპრესიას ხშირად ამწვავებს იოდის ნაკლებობა ორგანიზმში და ბუნებაც, როგორც ყოველთვის, ამ დროს გვაწოდებს წამალს!

ფეიხოა – ეს ეგზოტიკური ხილი არის ვიტამინების “პატარა ბომბი”! მისი დახმარებით ჩვენ შეგვიძლია არამარტო იოდის დისბალანსი გამოვასწოროთ, არამედ ავივსოთ ენერგიით და ძალით, გავიუმჯობესოთ მახსოვრობა, ავიმაღლოთ იმუნიტეტი.

ეს პატარა ხილი შეიცავს სულ 49კკალ-ს. ამიტომ თუ თუნდაც ამ პერიოდში ვახშამს შევცვლით 300-400 გრ ფეიხოით, უკვე შევატყობთ ჩვენს სხეულს შესამჩნევ ეფექტს. შეგვიძლია საზამთროდ შევინახოთ კანიანად დაბლენდერებული ფეიხოა იგივე რაოდენობის შაქარში არეული. ეს ნაზავი გვაჩუქებს ზამთარში “ზღვის ვიტამინებს” და ენერგიას!

გთავაზობთ ძალიან სასარგებლო და გემრიელ ფეიხოას “ცივი მურაბის” რეცეპტს:

მასალა:

1კგ ფეიხოა, 800გრ თაფლი, 100გრ ნიგოზი, 1 პატარა ლიმონი.

მომზადების წესი:

ლიმონს დავასხათ ცხელი წყალი, მერე კი დავჭრათ და მოვაცილოთ კურკები. მწიფე ფეიხოა (თუ მაგრები ვიყიდეთ, დავდოთ ოთახის ტემპერატურაზე დამწიფებამდე) დავჭრათ და ლიმონთან ერთად დავაბლენდეროთ. შემდეგ დავაბლენდეროთ ნიგოზი და ავურიოთ ფეიხოას მასას. ბოლოს კი შევურიოთ თაფლი და დავტოვოთ 1 დღე, თან ხანდახან ამოვურიოთ. მეორე დღეს მზა მასა ჩავასხათ ქილებში და შევინახოთ სიცივეში.

დილის საუზმესთან მირთმეული ეს “ცივი მურაბა” აგვავსებს ენერგიით და ხალისით!

იყავით ჯანმრთელები!

frenis kompensacia
frenis kompensacia