დამწვარ კანს ჭინჭარი მოგიშუშებთ – აი როგორ უნდა მოამზადოთ უებარი მალამო.

392

დამწვარ კანს ჭინჭარი მოგიშუშებთ – აი როგორ უნდა მოამზადოთ უებარი მალამო.

დამწვრობას ცეცხლის ალიც იწვევს, ცხელი წყალიც, ორთქლიც და გავარვარებული საგნებიც. ამ და მსგავსი მიზეზებით გამოწვეულ დამწვრობას თერმულს უწოდებენ და დამწვრობათა შორის ყველაზე ხშირია.

ჩვენს ქსოვილებზე ასეთივე ზემოქმედება შეუძლია ზოგიერთ ქიმიურ ნივთიერებას, ელექტროდენსა და მაიონიზებელ რადიაციას, მაგრამ ყოველ მათგანზე დაწვრილებით საუბარი შორს წაგვიყვანს, ამიტომ მოდი, თერმული დამწვრობებით შემოვიფარგლოთ.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

რამდენად მძიმე დარტყმას მიაყენებს დამწვრობა ჩვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, მის ხარისხსა და ფართობზეა დამოკიდებული.

ფართობთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია, ხარისხის ცნებაზე კი, მოდი, ცოტა ხანს შევჩერდეთ.

დღეს აფთიაქებში დამწვრობის საწინააღმდეგო იმდენი საშუალება იყიდება, რომ ფარმაკოლოგების დაუხმარებლად არჩევანის გაკეთება შეუძლებელია.

სამწუხაროდ, მათი მცირე ნაწილი თუ აშუშებს დამწვრობას ისე, რომ კანზე ნაწიბურები არ დარჩეს.

მაღალი ტემპერატურის ზემოქმედება ცხელი საგნის მოცილებით არ წყდება. მან ტემპერატურა ჩვენს უჯრედებს უკვე გადასცა და  ქვემოთ მდებარე უჯრედებისთვის აგრესორად აქცია.

გრილი გამდინარე წყალი საუკეთესო გზაა, რომ უჯრედებს ”სიცხე” ნორმამდე დავუწიოთ და დამწვრობის გაღრმავებას ხელი შევუშალოთ.

პირველი ხარისხის დამწვრობის დროს ცივი წყლის ნაკადს დამწვარი ადგილი 5 წუთით მაინც უნდა შეუშვიროთ, მეორე ხარისხის დამწვრობის დროს კი 15 წუთით.

გაგრილების შემდეგ შეაფასეთ, დამოუკიდებლადაც შეიძლება მოქმედება თუ ექიმთან ხართ წასასვლელი (იხ. ქვემოთ). დამწვარ ადგილზე შეხორცების ხელშემწყობი და ანტიმიკრობული მალამო გადაისვით .

ხალხური მედიცინის წიაღში კი მოიპოვება უნიკალური მალამო, რომელიც თანამედროვე საშუალებებზე არანაკლებ ახერხებს დამწვარი კანის აღდგენას.

ეს მალამოები ჭინჭრისა და კრაზანასგან მზადდება. გთავაზობთ რეცეპტს:

ჭინჭრის ფოთლების ნახარშს შეურიეთ 100 გრამი ნაძვის წიწვი, 100 გრამი ღორის მუცლის ქონი, 100 გრამი თაფლის სანთელი და ადუღეთ.

შემდეგ გაისუფთავეთ ჭრილობა კირიანი წყლით (1 სუფრის კოვზი დამწვარი კირი 1 ლიტრ წყალში გახსენით) და დაიფინეთ მალამოთი გაჟღენთილი საფენი. მძიმე დამწვრობის დროსაც კი 3-4 პროცედურა საკმარისია.

აიღეთ 1 სუფრის კოვზი კრაზანას ყვავილი და დაასხით 1 ჩაის ჭიქა მზესუმზურას ზეთი, დააყენეთ 14 დღე, დროდადრო ურიეთ. გამოყენებამდე აურიეთ და ისე დაიდეთ ჭრილობაზე.

აუცილებლად სანახავი:შეჭამეთ ხახვი ყოველ დღე ერთი კვირის განმავლობაში და ნახეთ რა დაემართება თქვენს ორგანიზმს

Facebook კომენტარები