ხილი და ყვავილები შენთვის: ნახეთ რისი განკურნება შეგიძლიათ აქ ჩამოთვლილი მცენარეებით
კოსმეტიკაში მცენარეებს მათ შემადგენლობაში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამო იყენებენ, რომლებიც კანზე მოქმედებისას ერთვებიან მასში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლაში და ძლიერ ანტისეპტიკურ, ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობულ, დამამშვიდებელ, მატონიზებელ და დამარბილებელ ეფექტს ახდენენ.
ნახშირწყლები ხელს უწყობენ კანის კვებას, კანის უჯრედებში აკავებენ სითხეს და კანს გამოშრობისა და დანაოჭებისგან იცავენ.
ორგანული მჟავები (ვაშლისა, ლიმონისა, ღვინისა, ძმრისა) ასევე ააქტიურებენ კანში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლას.
ეთერზეთებს აქვთ ბაქტერიოციდული, ანთების საწინააღმდეგო და ჭრილობის შემხორცებელი, რეგენერაციული თვისებები. არომატის გამო მათ აქტიურად იყენებენ პარფიუმერიულ წარმოებაში.
არომათერაპია კი ბოლო ხანს სულ უფრო ხშირად გამოიყენება სამკურნალო და კოსმეტიკური მიზნით. ეთერზეთებით განსაკუთრებით მდიდარია პიტნა, სალბი, კრაზანა, ვარდი, შროშანი, გვირილა. ისინი აუმჯობესებენ კანის კვებას. სასარგებლოა მათი გამოყენება თმის მოსავლელადაც.
მცენარეული ზეთები (ნუშისა, ზეითუნისა, სიმინდისა, მზესუმზირასი და სხვა) კანს გამოშრობისგან იცავენ, ამკვრივებენ, არბილებენ და სიგლუვეს უბრუნებენ, იცავენ მტვრისგან, სიცივისა და სიცხისგან, აგრეთვე - გარემოს სხვა არახელსაყრელი ფაქტორებისგან.
ვარდი, ღიღილო, გვირილა, ორქიდეა, ზამბახი. რა ყვავილები და მცენარეები აღარ გამოიყენება კოსმეტიკაში, რათა ქალმა თავისი სახე ყვავილს დაამსგავსოს.
ყვავილები ხომ მარტო სურნელით არ
გამოირჩევა, არამედ დადებითად მოქმედებს კანზე.
— ჩაგირი – არბილებს უხეშ კანს. წვრილად დაჭერით და თხელ ფენად სახეზე დაიდეთ.
ღიღილო — ხსნის შეშუპებას თვალების გარემოში. რამდენიმე ყვავილი მდუღარე წყალში მოათავსეთ, შემდეგ დაიდეთ სახეზე.
ყურძენი — ასწორებს ნაოჭებს. ყურძენი ოდნავ დაჭყლიტეთ და წვენით სახე დაინამეთ. წვენი 10 წთ. გაიჩერეთ სახეზე.
ლიმონი - მინერალური ნივთიერების და ვიტამინების წყაროა. იგი კარგია ცხიმიანი კანის დროს, რადგან ავიწროებს ფორებს და ათეთრებს კანს.
ცაცხვი — ხსნის სიწითლეს, აწყნარებს გაღიზიანებულ ქუთუთოებს. დააყენეთ ცაცხვის ჩაი და დაიდეთ კომპრესის სახით სახეზე.
მინდვრის ყაყაჩო არბილებს მშრალ კანს და ანელებს ნაოჭების გაჩენას. მუჭა ყვავილის ფოთლები მოათავსეთ წყლიან ქვაბში და რამდენიმე წუთი გააჩერეთ. ასეთი წყლით გაიწმინდეთ სახე დილით და
საღამოს.
— ვარდი – შეიცავს ზეთს, რომელიც აძლიერებს ეპიდერმის ტონუსს. მდუღარე წყლიან ქვაბზე დადგით საწური, მასზე მოათავსეთ ვარდი და სახე ორთქლს
მიუშვირეთ.